LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 კვირა, 10 დღე უნდა დავაკვირდეთ, რა შედეგები ექნება შეზღუდვების მოხსნას, ამის მერე უნდა გაიხსნას მოლები, რესტორნები, აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ცერცვაძე

215
tengiz-cercvadze (1)

“ერთი კვირა ან 10 დღე უნდა დავაკვირდეთ, რა შედეგები ექნება შეზღუდვების მოხსნას, ამის მერე ჩემი აზრით, უნდა გაიხსნას მოლები, რესტორნები და შემდეგ უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება,” – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ “პირველ არხთან” განაცხადა.

მან ასევე განმარტა, რომ ამ შემთხვევაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოიაზრებს მხოლოდ მეტროს და ავტობუსებს, რადგან ყვითელი სამარშრუტო ტაქსები დიდი რისკის შემცველია.

“მხედველობაში მაქვს მეტრო და ავტობუსები, თორემ ყვითელი სამარშუტო ტაქსები, ჩემი აზრით, დიდხანს უნდა დარჩეს შეზღუდული, რადგან იქ ძალიან მცირე სივრცეში ადამიანების ძალიან დიდ რაოდენობას აქვს თავი მოყრილი,”-განაცხადა ცერცვაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა, შესაძლოა, ყველაზე საკისო ნაბიჯი აღმოჩნდეს, ამიტომ ჯერჯერობით სპეციალისტები ვითარებას უნდა დააკვირდნენ.

„ეს შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვა და ასევე ყველაზე სარისკო ნაბიჯია. კომენდანტის საათის მოხსნა, ერთ მანქანაში სამი პირზე მეტის ჩასხდომა, შეკრებების რაოდენობის გაზრდა, სალონებისა და მაღაზიების ნაწილების გახსნა – ყველაფერი ეს არ შეიცავს ისეთ საფრთხეს, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, რადგან შეზღუდულ სივრცეში იყრის ბევრი ადამიანი.

საგანგებო ზომები და შეზღუდვები უნდა ჩაანაცვლოს თვითშეგნებამ და მაღალმა მოქალაქეობრივმა პასუხისმგებლობამ - თენგიზ ცერცვაძე

"2 თვის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ სუპერმარკეტში ან აფთიაქში დისტანცია დამეცვა და ისე შევსულიყავი. ახლა კი ვიცავთ ამ დისტანციას. აი, ეს უნდა გამოვიმუშაოთ..."

მე არ ვარ სპეციალისტი და ეს არის დაავადებათა კონტროლიც ცენტრის სპეციალისტების პრეროგატივა და ასევე პრემიერ მინისტრის, რადგან ის თავად ძალიან კარგად მართავს ამ კრიზისულად რთულ სიტუაციას და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემი პოზიცია ასეთია – ჯერ ეტაპობრივად უნდა მოვხსნათ შეზღუდვები, რაღაც ნაწილი უკვე მოვხსენით და უნდა ვნახოთ, რა მოხდება, გამოიწვევს ეს ინფიცირებულთა ზრდას თუ არ გამოიწვევს, თუ გამოიწვევს – რამდენით?! თუ გახდება ათზე მეტი, მაგრამ 20-ის ფარგლებში, ეს სავსებით მისაღებია და გაუმკლავდება ჩვენი ჯანდაცვა. ერთი კვირა ან 10 დღე უნდა დავაკვირდეთ, რა შედეგები ექნება შეზღუდვების მოხსნას, ამის მერე ჩემი აზრით, უნდა გაიხსნას მოლები, რესტორნები და შემდეგ უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება; მხედველობაში მაქვს მეტრო და ავტობუსები, თორემ ყვითელი სამარშუტო ტაქსები, ჩემი აზრით, კარგა ხანს უნდა დარჩეს შეზღუდული, რადგან იქ ძალიან მცირე სივრცეში ადამიანების ძალიან დიდ რაოდენობას აქვს თავი მოყრილი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და ეს ჩემი მოგონილი არაა – ლევან რატიანი

ლევან რატიანი მოსახლეობას 6 თვეში შექმნილი ვაქცინის გამოყენებას ვერ ურჩევს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები