​ყაზბეგიდან მცხეთის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ოჯახი შეიყვანეს.

როგორც მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტრი ლიკა მუმლაძე აცხადებს, ოჯახი ყაზბეგში 2 თვის წინ დასასვენებლად გადავიდა.

„რამდენიმე საათის წინ, მცხეთის სამედიცინო ცენტრში, ყაზბეგიდან კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი გადმოიყვანეს. ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები, ნათესავები არიან. დაახლოებით 2 თვეა, რაც თბილისიდან ყაზბეგში გადავიდნენ და იქ ისვენებდნენ ზაფხულში.

ამჟამად კვლევის პერიოდში იმყოფებიან. მათი ჯანმრთლობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, კვლევის შედეგები ხელთ არ გვაქვს და ზუსტი დეტალები უცნობია. ინფიცირებულები სახლში იყვნენ, საკუთარი ბინიდან არიან გადმოყვანილები“,-განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტრმა ლიკა მუმლაძემ.

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები