“​ქორწილის გადახდას შევძლებთ, მაგრამ ჯერჯერობით 10 კაციანს,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი ქორწილების გადახდისგან თავი უნდა შევიკავოთ.

„კორონავირუსმა კარგად გვასწავლა ხელების დაბანა, ხომ? მთელი ქვეყანა სადაც შედის ძალიან ხშირად სპირტიანი დეზინფექტორებით იმუშავებენ ხელებს. ამასაც გვასწავლის, რომ ხანდახან ზღვარგადასული ბევრი ჩვენი კარგი ტრადიცია შევამსუბუქოთ“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 723 შემთხვევაა დადასტურებული.

 

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05