მიუხედავათ იმისა, რომ წლევანდელი ზამთარი თოვლით მაინცდამაინც არ გვანებივრებს,❄გთავაზობთ კიდევ ერთ სიმღერას, რომლის გარეშეც ახალი წელი წარმოუდგენელია და მას სადმე მაინც მოისმენთ სადღესასწაულო დღეების განმავლობაში.🎄Let It Snow! შორეულ, 1945 წელს ამერიკელმა კომპოზიტორმა ჯულ სთაილმა და ტექსტების ავტორმა სემი ქეენმა დაწერეს. ♫ მას შემდეგ ეს სინგლი 100 ზე მეტმა მომღერალმა შეასრულა, მათ შორის რობი უილიამსმა, რომელმაც წელს საშობაო ალბომი The Christmas Present (Deluxe) გამოსცა. ლონგფლეის რელიზი 22 ნოემბერს შედგა და მასში Let It Snow!-სთან ერთად კიდევ 27 საშობაო და საახალწლო სიმღერაა შესული. გთავაზობთ ბრიტანელი მომღერლის გამოსვლას გერმანელ მსახიობთან, მომღერალთან და ტელეწამვანთან, ბარბარა შონებერგერთან ერთად NDR Talk Show ზე. 🎬

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05