პარასკევი, 16:00

ვიზიტორი

რადიოპროექტი “ფორტუნა +”-ზე თანამედროვე, წარმატებული, მხიარული და საქმიანი ადამიანებისთვის.

ყოველ პარასკევს, 16:00 სთ-ზე “ფორტუნა +” ეთერში რადიომსმენელს საშუალება ექნება გაიგოს, თუ როგორ იწყებენ დილას პოპულარული ადამიანები (ჟურნალისტები, მომღერლები, მსახიობები, მოდელები), როგორ გეგმავენ მთელ კვირას და რა სიახლეებს თავაზობენ თავიანთ თაყვანისმცემლებს.

გაატარე კვირა დღე ტალღაზე FM 103.5, გიგასთან ერთად.

გასული გადაცემები

06.03.2020 Listen now

„საოცარია, როდესაც განათლებულ ადამიანს წიგნის დაწერა და  კარტოფილის დათესვაც კარგად შეუძლია" - მაკა ჩიჩუა

მე სულ იმას ვაკეთებ, რასაც ვთვლი, რომ გამომდის, ან ვთვლი, რომ უნდა ვცადო, ასე რომ, როდესაც პირველი ლედი  ვიყავი, სერიალში მონაწილოებას მაშინაც დაუფიქრებლად მივიღებდი

26.02.2020 Listen now

„მიხეილ ცაგარელმა გვირჩია, დეკემბერში მოაწერეთ ხელიო, ხოდა ასეც მოვიქეცით“ - ხატია შამუგია გათხოვდა

აჩიკო ზოდიაქოთი ლომია,  ის დუბლინში ცხოვრობს და მასთან მალე მეც გავემგზავრები, ათი დღით მივდივარ

20.02.2020 Listen now

„ნინა წკრიალაშვილზე მეტი ტანისამოსი მაქვს, ტანსაცმელზე დამოკიდებული ვარ“ - სოფო გორდაძე

სოფო ძალიან კარგი მეწყვილეა, მეგობართან მუშაობა ყოველთვის კარგია. მასთან თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ძალიან კარგი ტანდემი გვაქვს, როგორც კამერების წინ, ასევე რეალურ ცხოვრებაში - ამიკო ჩოხარაძე

12.02.2020 Listen now

„მადლობა უფალს იმისთვის, რომ ნატო გელაშვილის შვილი ვარ" - ლუკა ჭოხონელიძე

მონაწილეობას არასდროს, აღარსად მივიღებ, რაც გავიარე, იგივეს გავლა აღარ მსურს, ვთვლი, რომ ემოციურმა ადამიანებმა მსგავს პროექტებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ

07.02.2020 Listen now

,,ბისტროში" კარტოფილსაც ვთლიდი, მაშინ უკვე შვილი მყავდა და ფინანსები იყო საჭირო“ - დუტა სხირტლაძე

ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, ჩვენს ოჯახში მუდამ იყო ეს გამოთქმა „კაცი სამზარეულოში"

04.02.2020 Listen now

„პირადი ცხოვრება მაქვს და მუდამ მქონდა, ის უბრალოდ დაცულია“ - მაია ასათიანი

„ვფიქრობ, მუდმივ დეპრესიაში ყოფნა უფრო ადვილია, ვიდრე იბრძოლო, გამოხვიდე მდგომარეობიდან. ასეთი ჩვევა მაქვს, როდესაც ვინმეს ვემშვიდობები, „ნახვამდის“ ნაცვლად სიტყვა „მიყვარხარ"-ს ვამბობ, ასეთ დროს დადებითად ვიმუხტები, ასე რომ მიყვარხართ

23.01.2020 Listen now

პირველი ვის გააგებინა იმედიდან განთავისუფლების შესახებ და ვინ გადაატანინა დეპრესიული პერიოდი - მაია სტეფნაძე „ფორტუნა პლუსში“

მინდა ყველა იყოს ბედნიერი და შემდგარი, ახალგაზრდებს მინდა მივმართო, რომ არ დანებდნენ, ისინი აუცილებლად მიაღწევენ დასახულ მიზნებს. ბევრჯერ გამოვცადე საკუთარ თავზეც ყველანაირი ცხოვრებისეული მომენტი და ამ გამოცდილბით მინდა დავეხმარო ჩემს მაყურებელს

30.12.2019 Listen now

რატომ ვერ იკავებდა დიანა ჯოჯუა პირდაპირ ეთერში ცრემლებს და რატომ ეძახდნენ მას ბინ ლადენს

ყველაფერი წინ გვაქვს, ჩვენ შეუძლებელი შევძელით და კიდევ უამრავი რამ გვაქვს წინ. ნიკა გვარამიას სახით, ძალიან ძლიერი ლიდერი გვყავს.

18.12.2019 Listen now

„ქვეყნიდან წასვლაზე არასდროს მიფიქრია“ - რატომ გალანძღა ნანკა კალატოზიშვილი აქციაზე ორმა ადამიანმა

„ქვეყნიდან არასდროს მდომებია წასვლა. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვაფასებ ჩვენს ქვეყანას და გული მწყდება, რომ ასეთი მდგომარეობაა. ჩვენ საკუთარს არ ვუვლით და არ ვიყენებთ მის რესურსებს“

რეკლამა: 0:05