LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ყველაფერი მამაჩემის ფირსაკრავით და ფირფიტების კოლექციიდან დაიწყო” – ლევან ხურცილავა

7

გადაცემა After-ის სტუმარი, ლევან ხურცილავა იგივე Juno Q Beat იყო.

საიდან იწყება შენი მუსიკალური კარიერა?

– ყველაფერი მამაჩემის ფირსაკრავით და ფირფიტების კოლექციიდან დაიწყო. პირველი შეხება მუსიკასთან 8-9 წლის ასაკში მქონდა.

– რა ასაკიდან დაიწყე დიჯეინგი?

– 2000 წელს დავიწყე პროფესიონალურად შესწავლა. აპარატურის შეძენამდე, თეორიული სწავლით ვიყავი დაკავებული.

– რა მუსიკით იყავი დაინტერესებული?

– ჰიპ-ჰოპს ვუსმენდი, შემდეგ ,,ფროდიჯის’’ გავლენით, სხვადასხვა ჟანრზე გადავედი.

– ბრიტანეთში ცხოვრობ და მუშაობ… პროფესიით რა ხარ?

– 9 წელი ვუკრავდი საქართველოში. 2008 წელს გადავცხოვრდი ლონდონში. აქ ყოფნის დროს, მე და ჩემი მეგობრები ვუკრავდით ,,ჰევი რეგეი ინფლუესტ ბრეიქს’’, მე მაგალითათ ,,ბრეიქს ‘’და ცოტა ,,დაბსტეპს’’ ვუკრავდი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არ გვქონდა ,,საუნდსისტემა’’ სამწუხაროდ მსმენელს ვერ ვაძლევდით ამ მუსიკის ჟანრის მთელ სპექტრს. იქ ცოტა დრო მაქვს იმისთვის, რომ მუსიკას დავუთმო. ,,აიტიშნიკი’’ ვარ.

– ,,სიონ ჰაი ფაის’’ შესახებ გვესაუბრე…

– მე და ჩემი მეუღლე მოვხვდით ,,ჩენელ 1-ის’’ ,,საუნდ სისტემ სესიაზე’’, სადაც სულ სხვანაირი წნევით და ვიბრაციით მოვისმინე ის მუსიკა, რაც ყოველთვის მომწონდა და მანდ გამიჩნდა ეს იდეა. საუბარია, დიდ ,,საუნდ სისტემაზე’’, რომელსაც ჩვენ ვაწყობთ.

– რამდენი წელი მუშაობდით ამ პროექტზე?

– 3 წელი ვმუშაობდით. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვიყავით, სადაც ვაკვირდებოდით და კონსულტაციებს გავდიოდით ოპერატორებთან.

– რას ემსახურება ეს ყველაფერი?

– მე, როგორც სელექტორი, ოპერატორი და ჩვენ, როგორც ,,საუნდ სისტემ’’ ოჯახი ვავითარებთ ,,ბეის მუსიკას’’,  ,,დაბს’’, ,,რეგეის’’, ,,ჯანგლს’’, ,,დრამ-ენდ-ბეისს’’, ,,დაბსტეპს’’ საქართველოში და იმისთვის, რომ თავისუფლად დაკვრის დისკომფორტი მოგვეხსნა, ავაწყეთ ეს სისტემა.

– სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრე…

– თვეში ერთხელ შევეცდებით ლოკალური ან უცხოელი არტისტების საშუალებით ჩავატაროთ სესიები.

– წარმატებებს გისურვებთ!

გადაცემის აუდიოჩანაწერი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები