LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა ჩემი ასაკის ქალი მეცოდება, ვისაც პირადი ცხოვრება და სექსი არ აქვს“ – რატომ არ ამხელს ნანუკა ჟორჟოლიანი ახალი შეყვარებულის ვინაობას

34
nanuka-jorjoliani-vizitor-show

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.

გულწრფელი საუბარი კარიერაზე, პირად ცხოვრებასა და ცხოვრებისეულ რთულ ეტაპებზე.  ტელეწამყვანმა, წამყვანი გიგა ბატკუაშვილის მიერ დასმულ შეკითხვებს გულწრფელად და ამომწურავად უპასუხა.

ბავშვობა

ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, ჩემი ბავშვობა ძალიან კარგად მახსენდება, როდესაც მას ვიხსენებ, პირველ რიგში ადამიანები მახსენდებიან.

მე მჯერა ასტროლოგიის და როგორც ყველა კირჩხიბი, მეც ნოსტალგიური ვარ და შემიძლია, ნებისმიერ მომენტში უკან დავბრუნდე. მიყვარს ჩემი წარსული თავისი ადამიანებით, შეცდომებით, მიყვარს თითოეული ჩემი ცხოვრებისეული ეტაპი.

ჩემი ბავშვობა წყალტუბოში გავატარე, მწვანე ქალაქში. ცოტა ხნის წინ ვეწვიე სწორედ იმ სკოლას, სადაც ვსწავლობდი, შემიძლია ნებისმიერ მომენტში წავიდე წყალტუბოში და გავაღებინო ჩემი საკლასო ოთახის კარი და ასე დავბრუნდე ბავშვობაში.

თავის დამკვიდრება ქალაქში

როდესაც ქალაქში ჩამოვედი, მაშინ ძალიან რთული იყო  თავის  დამკვიდრება, მე ჩამოვედი სნობურ ქალაქში.

მშობლები

მშობლები ჩემს საქმიანობაში მიწყობდნენ ხელს. ისეთ დროს დამენგრა ოჯახი, როდესაც განათხოვარი ქალის სტატუსი სირცხვილი იყო. ეს მამაჩემისთვისაც რთული ეტაპი იყო, თუმცა მგულშემატკივრობდნენ და მენდობოდნენ. მამაჩემი ისეთ პირობებს მიქმნიდა, რომ არა ხელფასისთვის, არამედ კარიერისთვის შემეძლო მემუშავა.

,,ალიონიდან” ,,რუსთავი 2″-მდე

ჩემი კარიერა „ალიონიდან“ დაიწყო, რომელიც „პირველი არხის“ ეთერში გადიოდა, ვიყავი რისკიანი, აქტიური. ალბათ ჩემს თავს მარიამ გაფრინდაშვილს შევადარებ, რომელიც ამჟამად ჟურნალისტიკიდან წავიდა, თუმცა დროებით, რადგან მარიამისნაირი ჟურნალისტები ჟურნალისტიკიდან ვერ მიდიან.

რაც შეეხება ,,რუსთავი 2″-ს  ეს არის არხი, რომელმაც მე შემქმნა, თუ ახლა რამეს წარმოვადგენ, მთავარი დამსახურება სწორედ ,,რუსთავი 2″-ს ეკუთვნის.

ეს არ იყო მხოლოდ ტელეარხი, ,,რუსთავი 2″ იყო  იდეა და თავისუფლება.

ახლა კი მე ახალ ეტაპზე ვარ, მაქვს ახალი იდეა, ახალი მიზნები, „მთავარი არხით“ ახალი ნანუკა დაიბადა. ,, რუსთავი 2″ კი  წარსულში დარჩა.

გაიხაროს ქიბარ ხალვაშმა არხის წაღებისთვის (იცინის)

ნანუკას შოუ

„ნანუკას შოუ“ გახდა თითოეული ადამიანისთვის ოჯახის წევრი,  თუმცა, ბოლოს მან აქტუალურობა დაკარგა, მსმენელი სიახლეს ელოდა.

ისე ზოგადად, ჩემთან  მუშაობა რთულია, მე მთელი ჩემი ცხოვრება  კარიერას მივუძღვენი. თანამშრომლებთან ძალიან მომთხოვნი ვარ,  ვითხოვ შრომას და თავდადებას.

პირადი

პირველი ოჯახი დამენგრა, ისევე როგორც მეორე. რაც ჩემს ყოფილს შეეხება, ირაკლი კოდუას, რა თქმა უნდა ვიყავი ბედნიერი, ისევე როგორც ოდესღაც იმედში ვმუშაობდი, ეს ახლა წარსულია. ახლა კი კოდუა ძალიან ,,მკიდია” და მასზე საუბარს არ ვაპირებ.

ჩემს ცხოვრებაში ერთი ჩემზე ასაკით პატარა, ძალიან საყვარელი  ბიჭი იყო,  რომელსაც ახლა თავისი ცხოვრება აქვს.

მე ზოგადად, აფიშირებას არაფერს ვუკეთებ, ახლა მარტო არ ვარ და ვარ ძალიან ბედნიერი, ისიც ჩემსავით, ძალიან აქტიური ადამიანია, თუმცა ეს ჩემთვის ძალიან ტაბუირებული თემაა და ჩემს პირადზე საუბარს არ ვაპირებ, ეს ჩემია მხოლოდ და არავის ეხება, არც ჩემს შვილებს.

იმასაც თამამად ვიტყვი, ყველა ჩემი ასაკის ქალი მეცოდება, ვისაც პირადი ცხოვრება და სექსი არ აქვს.

რთული ცხოვრებისეული ეტაპები

ახლაც მაქვს კრიზისები, მენტალური პრობლემები, შფოთვა, უძილობა, აკვიატებული აზრები და ერთი რამის თქმა დარწმუნებით შემიძლია, ვიცი აღნიშნული პრობლემები ძალაინ ბევრს აწუხებს და თამამად გეტყვით, რომ თუკი მოინდომებთ ამ ყველაფერს დაძლევთ, მთავარია გინდოდეთ.

მაშინ, როდესაც ირაკლი ჩემგან წავიდა, ანტიდეპრესანტების სმა დავიწყე, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ჩემთვის აღნიშნული პრეპარატები არ შეიძლება.

ძალიან ბევრჯერ  დამგრევია რეალობა თავზე ეს მოხდა მაშინ, როდესაც პირველი ოჯახი და  შემდეგ  კი მეორე ოჯახი დამენგრა.

მე ახლა 40 წლის ვარ და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ საკუთარ თავთან მარტო არასდროს  დავრჩენილვარ, მუდმივად მჭირდება გვერდში ადამიანი, რომელიც დამეხმარება ბევრ რამეს გადამალახინებს.

მაია ასათიანი და ნანუკა ჟორჟოლიანი

მაია ასათიანის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება არასდროს მქონია, პირიქით როდესაც  ,,რუსთავი 2″- ში დარჩა, დავიცავი, უბრალოდ მისი გადაცემის ფორმატი ახალ არხს არ შეესაბამებოდა, ეს იყო და ეს.

ნანუკა და შვილები

მარიამი ახლა პოლიტიკაშია, ეს მხოლოდ მარიამის არჩევანია. მე ვამაყობ, რომ ჩემს შვილს ასეთი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. ზოგადად მკაცრი დედა ვარ, მაგრამ ახლა ამაყი ვარ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც ჩემი შვილი თავისუფლად გავზარდე.

საბა უფრო რთულია, მას უფრო მეტი საუბარი და ჩარევა სჭირდება.

ნანუკა და ბრენდები

ძირითადად ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ ტანისამოსს ვიცმევ.

H&M, Zara და ქართველი დიზაინერები, ეს არის ჩემი ბრენდები.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები