LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყურსასმენები“ – „რეზო და ბავშვების” ახალი სიმღერის პრემიერა „ფორტუნა პლუსზე“

6
timthumb

„ფორტუნა პლუსის“ ეთერში, გადაცემაში EXCLUSIVE  ჯგუფმა “რეზო და ბავშვები” თავისი ახალი სიმღერა, სახელწოდებით „ყურსასმენები“ წარადგინა.

სიმღერის იდეის და ტექსტის ავტორი, ჯგუფის ლიდერი, რეზო ბლიაძეა. სიმღერა ქალაქის შესახებ მოგვითხრობს, სადაც უამრავი პრობლემა გვხვდება და სადაც ვერ ვსუნთქვთ. ყურსასმენები კი გადამრჩენ ნივთად გვევლინება, სადაც ყოველთვის ის გვესმის, რაც ჩვენ გვსურს. და მაინც, როგორიც არ უნდა იყოს ეს ქალაქი, ის მაინც ჩვენია და ბედნიერები ჩვენ, სწორედ ამ ქალაქში უნდა ვიყოთ.

ჯგუფის წევრები თვლიან, რომ არცთუ ისე დატვირთული ზაფხული ჰქონდათ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯგუფმა საქართველოს მასშტაბით არაერთი კონცერტი გამართა, ჰქონდათ ორი კონცერტი ქალაქ ბათუმშიც.

პოპ-როკ ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ  სექტემბრის თვე მათთვის შემოქმედებითად ძალიან დატვირთულია. ჯგუფს რამდენიმე კონცერტის ჩატარება ოქტომბერშიც აქვს დაგეგმი. კოლექტივი უახლოეს მომავალში სიმღერაზე “ყურსასმენები” კლიპს გადაიღებს, ბიჭები ასევე ახალ წლამდე, ახალი სიმღერის გამოშვებასაც გეგმავენ.

ჯგუფის შესახებ ხშირად საუბრობენ, რომ მათი მუსიკა მარტივია, რაზეც კოლექტივის ლიდერმა განაცხადა: „ ჩვენ გვიყვარს მარტივი მუსიკა და ამ სიმარტივეში განსაკუთრებულობა ვიპოვეთ“ – და მართლაც, ჯგუფს ყველანაირი ასაკობრივი სეგმენტის წარმომადგენელი უსმენს და ცნობისთვის, ის “იუთუბზე” ნახვების რაოდენობის მიხედვით, ფაქტობრივად უკონკურენტოა.

და ბოლოს, ჯგუფის წევრებმა “ფორტუნა პლუსის” მენეჯერს მადლობა გადაუხადეს – “ეს არის ადამიანი, რომელიც ნებისმიერს აძლევს საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალებას, სწორედ მან აღმოგვაჩინა ჩვენც, დიდი მადლობა ამისათვის რეზო კაკულიას.”

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები