LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვერ აღვიქვამდი, ცხოვრებამ რა ჯვარი გამომიგზავნა სატარებლად” – ნინი ქარსელაძე სტუმრად ,,ვიზიტორში”

8
17342748_1302399029798248_5099198250853739507_n

გადაცემა ,,ვიზიტორის” სტუმარი, მომღერალი, ნინი ქარსელაძე იყო. გიგა ბატკუაშვილთან ინტერვიუში ნინიმ ბავშვობა გაიხსენა და ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდზე ისაუბრა, რომელიც მამას უკავშირდება.

– ბავშვობა და ნინი…

ეს იყო ყველაზე საუკეთესო წლები ჩემს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი ოცნებობს გაზრდაზე, მე ცუდად გამოვა, მაგრამ ამ წლებს მივტირი. განსაკუთრებით, კარიერის თვალსაზრისით. იყო ძალიან ბევრი კონცერტი, ბევრ ახალ სიმღერას ვქმნიდი. ზოგადად ჩემი ზოდიაქოდან გამომდინარე ვარ ძალიან აქტიური. ვერძი ვარ, ულევი და უშრეტი ენერგია მაქვს.

– ,,ჩემი ქალაქი” – შენი პირველი სოლო სიმღერა…

კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე, ტექსტის ავტორი კი – გია ჯოხაძეა. ამ სიმღერამ გაამართლა. რუსა სულ ხუმრობს ხოლმე, ძალიან ცუდ ხასიათზე იყო და ძალით დავაწერინეთ ეს სიმღერა, გამოვიდა ჰიტი. წლების განმავლობაში, დღესაც ბევრ ადგილას მთხოვენ ხოლმე ვიმღერო, ამიტომ გავაკეთე ახლებური ფონოგრამა, გელა გნოლიძე დამეხმარა და ისევ ვმღერი.

– დღეს ძალიან აქტუალურია ძველი სიმღერების ახლებურად გადამღერება…

კი და მეც მაქვს გეგმაში რამდენიმე სიმღერის რიმეიქის გაკეთება. უბრალოდ ჯერ სიმღერებზე ვერ ჩამოვყალიბდი.

– პროფესიით რა ხარ?

დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, შემდეგ ვიყავი ლონდონში, სადაც იურიდიულის კურსები გავიარე, მაგრამ დავივიწყე ჩემი პროფესია. ოჯახს უნდოდა, ეს დიპლომი მათთვის არის. სახლში უდევთ. (იღიმის) მაშინ მამა იყო დაჭერილი და ძალიან გამიტაცა ადვოკატობამ. მასთან შესვლის პრობლემა რომ არ მქონოდა და თავისუფლად შემძლებოდა შესვლა, ძირითადად ეს იყო მიზანი და მიზეზი.

არაერთხელ გისაუბრია მძიმე თემებზე, მათ შორის მამაზე…

როცა მამა დაიჭირეს ვიყავი 13 წლის. ჩემთვის ეს ძალიან მძიმე პერიოდი იყო, მაშინ, ჩემი ფსიქიკა ყალიბდებოდა, ვერ აღვიქვამდი, ცხოვრებამ რა ჯვარი გამომიგზავნა სატარებლად. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ასეთი მამა მომცა, რადგან ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე მე ამ ყველაფრისგან. გარდა მისი სახელისა და გვარისა, რომელსაც მე 28 წლებია ვატარებ სიამაყით, არცერთ ჩემი ცხოვრების ეტაპზე მისი არ შემრცხვენია. მას აქვს ჯანმრთელობის უდიდესი პრობლემა. ბოლოს 28 თებერვალს ვნახე, მისი დაბადების დღე იყო. ჩვენ ხშირი კონტაქტი გვაქვს, ყოველდღიური. მისგან ყველაფერი კარგი მახსოვს.

– ბულინგი…

ჩემთვის მიუღებელია სიტყვა ბულინგი. არ ვცნობ ამ სიტყვას. აგრესიის და შეურაცხყოფების კასკადი იყო ჩემკენ მომართული, რომელთაც ვიღებდი ძირითადად ,,ფეიკ” ადამიანებისგან, თუმცა, მათზე მეტი იყო ისეთი ადამიანი, ვინც თბილ სიტყვებს მწერდა.

– ფიქრობ, რომ ძლიერი დედა გყავს?

უძლიერესი. მე ვიოცნებებდი, რომ მისნაირი ვიყო. ჩემთვის სამაგალითოა ხათუნა ყველაფერში. მას არ აქვს მინუსი.

– ბოლოდროინდელი სკანდალი კონცერტთან დაკავშირებით…

ეს იყო ბათუმის კონცერტი. მე ბოდიშს ვუხდი იმ მსმენელს, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ. ჩვენ ვერ მოვასწარით საუნდჩექის გავლა. ეს იყო შეცდომა. მიკროფონები იყო გასასწორებელი. ვერ მოვასწარით ამ ყველაფრის ისე გამოსწორება, როგორც საჭირო იყო.

– პრესას ეცნობი?

მაქვს ერთ-ერთი აპლიკაცია გადმოწერილი, საიდანაც ყოველ დილას ვეცნობი ახალ ამბებს. ბოლო დროს ძალიან პოლიტიკური გავხდი.

– მომღერალი ვისთან ერთადაც ჩაწერდი დუეტს?

დიდი ხანია, კაბუსთან მინდა დუეტი.

– რას უნდა ველოდოთ შენგან უახლოეს მომავალში?

მაქვს 3 ახალი სიმღერა, რუსა მორჩილაძის, მაიკო კაჭკაჭიშვილის და გელა გნოლიძის. სამივეს მარტის ბოლოსკენ ექსკლუზიურად თქვენთან მოვიტან.

წარმატებებს გისურვებთ!

გადაცემის აუდიოჩანაწერი:

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები