LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გათხოვილი აღარ ვარ და იუსტიციის სახლში ჩემი ფეხი აღარასდროს იქნება“ – შორენა ბეგაშვილი

9
shorena-begashvili-news221

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ ონლაინ -სტუმარია მსახიობი, ფოტომოდელი, ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი.

როგორია შენი განწყობა?

მე ფაქტობრივად სახლში არ ვიმყოფები, პატარა სტუდია მაქვს, ყოველდღიურად ხან ტელევიზიას ვერთვები, ხანაც რადიოს. ამიტომაც ვერ ვგრძნობ, დროს რომ სახლში ვატარებ.

რა შეცვალა შენს ცხოვრებაში თვითიზოლაციამ?

დრო არასდროს მყოფნიდა და სულ მაინტერესებდა, რას აკეთებდნენ სახლში დიასახლისები. სულ ვფიქრობდი, როდის მექნებოდა დრო იმისთვის, რომ ჩემი შვილისთვის საუზმე და ვახშამი გამეკეთებინა და აი, მოვიდა ეს დროც. მინდა გითხრათ, რომ დიასახლისობა შესანიშნავად გამომდის. თუმცა, ჩემი მანიკიური ის ხელოვნების ნიმუში აღარ არის, დიასახლისობა შეეტყო. დღის განმავლობაში უამრავი ტანისამოსის გამოცვლა მიწევდა, ახლა კი ვარ ბედნიერად ერთ სპორტულში გამოწყობილი.

 

Посмотреть эту публикацию в Instagram

 

Публикация от Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial)

როგორ შეცვალა ამ ყველაფერმა შენი და შენი მეგობრების ურთიერთდამოკიდებულება?

პრინციპში არანაირად, ჩემს მეგობრებს ყურადღებას მუდამ ვუთმობდი, ზოგადად არ შემიძლია მეგობრების გარეშე და ყოველი ჩემი ეკრანზე გამოჩენისა თუ ინტერვიუს შემდეგ მეკონტაქტებოდნენ ხოლმე.

როგორ ერთობა შორენა თვითიზოლაციაში?

ახლა ბლენდერი შევიძინე, მინდა საზაფხულო სმუზები და სადილების კეთებაც ვისწავლო. მინდა გითხრათ, რომ სახლში ვერ მოიწყენ, იმიტომ რომ თურმე, სახლში უფრო ბევრი საქმე ყოფილა, ვიდრე გარეთ. ახლაც, როგორც კი დავასრულებთ ჩართვას უნდა გავასეირნო ძაღლი, გავაკეთო სადილი, ოთახი დავალაგო. პირველად გამიჩნდა დრო იმისთვის, რომ გადავიღო ვიდეო, გადავუღო ჩემს შვილსა და ძაღლს.

რა მდგომარეობაა შენს პირად ცხოვრებაში?
გათხოვილი აღარ ვარ და იუსტიციის სახლში ჩემი ფეხი აღარასდროს იქნება.

რას ურჩევ მსმენელს?

მოდით ვეძებოთ ყველაფერში კარგი და გამოვნახოთ ისეთი საქმიანობა, რისი გაკეთებაც ყოველთვის გვინდოდა. აი მე, მაგალითად ჩემს ტანსაცმელს ვერასდროს ვპოულობდი, ახლა კი ჩემი კარადა დავალაგე და ზუსტად ვიცი, რა სად დევს.

რას გააკეთებ პირველს, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება?

გავარდები და ფრჩხილებს გავიკეთებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები