LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტელევიზიებშიც ახალი სეზონები იხსნება, გარკვეული შემოთავაზებების მოლოდინში ვარ” – ლელა მებურიშვილი

25
lela-meburishvili-vizitor19

გიგა ბატკუაშვილის გადაცემა “ვიზიტორის” სტუმარია მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და ტელეწამყვანი ლელა მებურიშვილი. ,,საპონიდან” “ჩემი ცოლის დაქალებამდე,” – მსახიობის კარიერული გზა, პირადი ცხოვრება და სამომავლო გეგმები.

გვიამბე, როგორი ბავშვი იყო ლელა მებურიშვილი…

არ ვიყავი ცელქი, ვიყავი ფრთხილი, თუმცა აქტიური, მიყვარდა ცეკვა და სიმღერა, ხშირად დავდიოდი თეატრში, ვდგავდი სპექტაკლებს და თოჯინების თეატრს.

როგორი რეაქცია ჰქონდათ მშობლებს, როდესაც შენი კარიერული არჩევანი გააკეთე?

მშობლები აღფრთოვანებით არ შეხვედრიან ჩემს არჩევანს, თუმცა იმდენაც ჩამოყალიბებული ვიყავი საკუთარ სურვილებში, რომ მხარში დამიდგნენ.

პირველი დავალება გამოცდაზე და პირველი როლი…

გამოცდაზე ყბაყურა მქონდა და ძალიან ვნერვიულობდი, ვიცეკვე, ვიმღერე, ვთქვი ლექსი სხვადასხვა ხასიათში. მახსოვს როგორ მეხმარებოდა ჩემი ძმა და გადამალახინა ეს პერიოდი.

ჩემი პირველი როლი უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მივიღე, ეს იყო ლევან წულაძის „გველის მჭამელი,“ ბედნიერი ვარ, რომ მასთან ახლაც ვაგრძელებ თანამშრომლობას.

ძალიან დინამიური და აქტიური წლები იყო მქონდა, წელიწადში 4 სპექტაკლი. ვმუშაობდი თავისუფალ თეატრში, ახმეტელში, ვაკის სარდაფში და ბოლოს მარჯანიშვილის თეატრში. სწორედ მარჯანიშვილის თეატრში გახდა ჩემი კარიერა სტაბილური.

თუ გრძნობ გარკვეულ შურს შენ მიმართ?

ვცდილობ ცუდმა ემოციამ ჩემამდე არ მოაღწიოს, თითქოს კარკვეული ბარიერი მაქვს აღმართული, მხოლოდ დადებით ემოციებზე ვარ ორიენტირებული, თუმცა ადრე უფრო მხიარული და ლაღი ვიყავი, სულ ვიცინოდი, ახლა იმდენ უსიამოვნო ინფორმაციას ვიგებ, რომ ეს, რა თქმა უნდა ჩემს ყოველდღიურ განწყობაზე მოქმედებს.

სერიალები…

ჯერ იყო სერიალი „საპონი,“ძალიან სახალისო და ბავშვური, შემდეგ იყო  „შუა ქალაქი“, რომელიც ახლაც ძალიან პოპულარული და აქტუალურია შემდეგ  „დეტექტივები“ და „ჩემი ცოლის დაქალები.“

რეპეტიციები უფრო საინტერესოა, ვიდრე შემდგომი ეტაპი…

შეუთავსებელი როლების შესახებ…

ჩემთვის სასიამოვნო სწორედ ისაა, რომ  ჩემგან განსხვავებული პერსობაჟები უნდა შევქმნა. სწორედ ეს მომწონს ამ პროფესიაში.

რაც ჩანაცვლებას შეეხება, როდესაც მსახიობს ანაცვლებ, ის როლი უნდა შეასრულო, რაც თავდაპირველად შექმნეს.

ტელეწამყვანის ამპლუაში…

ტელეწამყვანობა ძალიან მომწონს, ყველაფერი ჯეოსტარით დაიწყო, მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის.

შემდეგი იყო „ეკი-ვოკი,“„შუადღე იმედზე,“„საქართველოს ვარსკვლავი,“ და „რანინა.“

თუ გქონია ჩავარდნები?

ჩემი პროფესია არა არის სტაბილური,  ყოველთვის როლი ვერ გექნება, ზოგჯერ შეიძლება 2, 3 თვე როლის გარეშეც გავიდეს, სწორედ ამ  წყნარი, მშვიდი პერიოდით უნდა ისწავლო ტკბობა.

გიჭირს თუ არა გადაწყვეტილებების მიღება?

კი, ძალიან მიჭირს, მრჩევლებიც მყავს, ვისაც აზრს ვეკითხები, თუმცა, საბოლოოდ მაინც ჩემებურად ვაკეთებ ყველაფერს.

ორი შვილის დედა ხარ, როგორი დედაა ლელა?

მეგობრები მეუბნებიან, რომ ცოტა გიჟი დედა ვარ, მიყვარს და არ მბეზრდება მათთან დროის გატარება. მათი გულისთვის ნებისმიერი საქმის გადადება შემიძლია.

მეუღლე ხომ არ არის ეჭვიანი?

არ არის ეჭვიანი, არასდროს გამოუხატავს, არც მე ვარ ეჭვიანი, ვფიქრობ, რომ ეს გრძნობა არაჯანსაღია.

როგორი დიასახლისია ლელა?

არ მიყვარს საჭმლის მომზადება, როდესაც რაიმეს ვაკეთებ, ამ პროცესში ჩემს შვილებსაც ვრთავ.

რატომ გააჩინე ორივე შვილი ამერიკაში?

ძალიან მინდოდა კონკრეტულ მეან-გინეკოლოგთან მშობიარობა, ის ახლაც ჩემი შვილების პედიატრია და თან მათ, მომავალზეც ვიფიქრე, ისინი ამერიკის მოქალაქეები არიან.

თვითკრიტიკული თუ ხარ?

დიახ, ძალიან კრიტიკული ვარ, გარეგნობიდან დაწყებული, პროფესიული საქმიანობით დამთავრებული, ვცდილობ საკუთარ თავს გვერდიდან შევხედო.

ლელა და ბრენდები…

არ ვაქცევ ყურადღბას ბრენდებს, ტანისამოსს ვიკერავ, ვცდილობ კომფორტულად ვიგრძნო თავი. არასდროს არ ვიყენებ ერთიდაიგივე  სუნამოს, ყოველთვის ახლის ძიებაში ვარ.

სამომავლო გეგმები…

თეატრში უკვე აქტიური პერიოდი დაიწყო, ფესტივალიც იწყება, ახალ სპექტაკლზე ვმუშაობთ, რომელსაც საზოგაოება ნოემბერში იხილავს. ტელევიზიებშიც ახალი სეზონები იხსნება, გარკვეული შემოთავაზებების მოლოდინში ვარ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები