LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თაყვანისმცემლები არც აქამდე მაკლდა” – გიორგი გაბუნია

27
60731048_2772335256115276_8296145076468318208_n

გიგა ბატკუაშვილის „ფორტუნა პლუსის” გადაცემის „ვიზიტორი” სტუმარი ღამის შოუს” წამყვანი, გიორგი გაბუნია იყო, რომელმაც ბავშვობაზე, პოპულარობასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

რა პროფესიის ხარ?

ენერგეტიკოსი. ჩემი პროფესიით ვიმუშავე 3 წელი ერთ-ერთ ენერგო კომპანიაში, რამაც შრომის ფასი მასწავლა. თეატრალურზე მინდოდა ჩაბარება, რაც ოჯახის ხელშეწყობით ვერ მოხერხდა. ყოველთვის ხელოვნებისკენ მიმიწევდა გული.

– რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?

სულ წარმომედგინა, რომ ჩემი გადაცემა უნდა მქონოდა. არ მინდოდა მემუშავა ისეთ სამსახურში, სადაც არ გამოვჩნდებოდი. ყოველთვის მომწონდა საკუთარი თავის წარმოჩინება.

– “რუსთავი 2”-ის გიორგი გაბუნიას თუ იცნობ?

პირადად არ ვიცნობ, არც შევხვედრილვარ. ისწავლეს გარჩევა, რომ მე მე ვარ და ის – ის არის.

– როგორ გახდი „ღამის შოუს’’ წამყვანი, როცა მსოფლიო მასშტაბით ამ გადაცემას შედარებით ხანდაზმული წამყვანები ჰყავს?

შალვა რამიშვილმა და ზვიად ბლიაძემ შანსი მომცეს და მეც მაქსიმალურად შევეცადე არ გამეცრუებინა იმედები. 26 წლის ვარ, თუმცა მე დავამსხვრიე სტერეოტიპი, რომ ღამის შოუს” წამყვანი უნდა იყოს 30-ს ზემოთ ან მეტი.

– შეიცვალა შენი ცხოვრება ამ ყველაფრის შემდეგ?

კი, რა თქმა უნდა, შეიცვალა. მედალს ორი მხარე აქვს. კარგია, რომ ხალხი ღიმილით გვხვდება, მაგრამ ცუდია, რომ რაღაცებში იზღუდები…

– „თავში ხომ არ აგივარდა’’?

თავში არ ამივარდება არასოდეს. ჩემს ცხოვრებაში კი, შეიცვალა ის, რომ გავხდი ცნობადი, მაგრამ  ჩემი აზრით, ეს არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიღაცას უყურო ზევიდან. კარიერულად გავიზარდე და არა ის, რომ გავხდი ვიღაცაზე მაღლა მდგომი ადამიანი. ჩემი მთავარი ფიშკა” არის ის, რომ ვარ ისეთივე ლაღი, როგორიც ვიყავი, გულწრფელი და უბრალო.

– ოჯახმა როგორ მიიღო შენი წარმატება?

არ იმჩნევენ ხოლმე, მაგრამ  უხარიათ, რომ პოპულარული ვარ. ჩემთან არ გამოხატავენ.

– გიორგი და თაყვანისმცემლები…

თაყვანისმცემლები არც აქამდე მაკლდა. (იღიმის)

– პირადი ცხოვრება…

მყავს შეყვარებული. 5 თვეა ერთად ვართ, თუმცა გადაცემა არაფერ შუაშია, პერიოდს დაემთხვა ჩვენი ურთიერთობის დაწყება. (იღიმის) ნინისთან ერთად ძალიან მშვიდად ვარ.

– რესპონდენტი, ვინც გინდა, რომ იყოს შენი გადაცემის სტუმარი…

ქარიმ ბენზემა, მადრიდის რეალის” ფეხბურთელი. (იღიმის)

– წარმატებებს გისურვებთ!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები