LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენჯერ დაიწუნეს თიკა ფაცაცია კარიერულ გზაზე და რატომ ყუდულობს ის ტანსაცმელს მეორადებში – თიკა ფაცაცია

50
tika-facacia-vizitori-show

„ფორტუნა პლუსის“ საავტორო გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი, ტელეწამყვანი და მოდელი თიკა ფაცაცია, რომელმაც წამყვან გიგა ბატკუაშვილთან უამრავ საინტერესო თემაზე ისაუბრა, გაიხსენა ბავშვობა, პირველი კარიერული ნაბიჯები, რთული ეტაპიც მიმოიხილა და სამომავლო გეგმებიც გაგვაცნო.

ბავშვობა

ვიყავი ხუთოსანი, ძალიან მოწადინებული ბავშვი, დავდიოდი არაერთ წრეზე – ცეკვაზე, სიმღერაზე, სათამაშო დრო არასდროს მქონდა, თუმცა რაღაცას მაინც ვახერხებდი, ასეთ დინამიურ გრაფიკს პატარაობიდანვე შეჩვეული ვარ. ეს ჩემი მშობლეის დამსახურებაა, მეც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მშობელმა ბავშვში სწორედ თინეიჯერობის ასაკამდე უნდა ჩადოს.

სპეციალობა

დავამთავრე დიპლომატიისა და ისტორიის ფაკულტეტი, თუმცა ჩემი პროფესიით სულ სამი დღე ვიმუშავე, ეს იყო სტაჟირება სამინისტროში, თუმცა, გასაუბრებისა და საქმის შესრულების პროცესშიც მხოლოდ ჩემი საქმიანობა მიტრიალებდა თავში.

პირველი ნაბიჯები

არც სიმაღლე მქონდა, არც რაიმე განსაკუთრებული და როდესაც გადავწყვიტე, სამოდელო სფეროში ბედი მეცადა, დამიწუნეს. შემდეგ იყო ავთანდილი, რომელმაც სკოლის პერიოდში აღმომაჩინა, დებიუტი, სწორედ ავთანდილის ჩვენებაზე მქონდა.

თიკა და „სეთი“

ეს იყო პერიოდი, როდესაც ქართული შოუბიზნესი საოცრად აქტუალური იყო. ჯგუფი ჯერ კიდევ სკოლის დამთავრებამდე შეიქმნა, ჯუფის წევრები საოცრად ვეწყობოდით ერთანეთს.

სოლო კარიერა

სოლო კარიერა ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ დავიწყე, მუსიკალური ინდუსტრიის შესახებ დამოკიდებულება რადიკალურად შემეცვალა, იქაური შოუბიზნესის მახასიათებლების გაზიარება, ქართველი მსმენელისთვის გაცილებით მარტივი გახდა ჩემთვის. ბუნებრივია, ეს ყველაფერი  ჩემს ჩაცმულობის სტილსა თუ გარეგნობაზეც აისახა, ნახევარი თავი გადავიპარსე, ამერიკიდან გარკვეული ამერიკული შლეიფი“ გამომყვა.

შემდეგ იყო როლი დავით დოიაშვილის მიუზიკლში, სადაც თუთიყუშის როლი შევასრულე, სხვათაშორის ამერიკაში სწავლის პერიოდში სამსახიობო კურსიც დავამთავრე და საშუალება მომეცა ბედი ამ სფეროშიც მეცადა, რაც მართლად დაუვიწყარი გამოცდილება იყო ჩემთვის.

რთული პერიოდი

ამ ყველაფრის შემდეგ იყო დაღმასვლა, ქართული შოუბიზნესის მიმართ მსმენელის  ინტერესი გაქრა და მეც ჩავქრი, როგორც მუსიკოსი.

ზოგადად, ჩემი ცხოვრების მანძილზე ძალიან ბევრჯერ დამჭირდა საზოგადოებისთვის საკუთარი ვოკალური მონაცემები დამემტკიცებინა. არაერთი ვოკალის პედაგოგი გამოვიცვალე, შემდეგ გიგა კვენეტაძეს დავუკავშირდი და ერთად რთული კომპოზიციაც შევქმენით.

ამ ეტაპზე ჩემი თავი ვერ აღმოვაჩინე, ვცადე ჯაზიც, როკიც, თუმცა თითქოს ჟანრებში ვარ დაკარგული. თუმცა ძალიან დიდი სურვილი და მოტივაცია მაქვს დავბრუნდე მუსიკალურ სფეროში და თქვენს ხშირად გამომაცხადოთ „თიკა ფაცაცია სიმღერით…“ ?

ტელევიზია, ტელე-წამყვანობა

სხვათაშორის ტელეინდუსტრიაშიც დაწუნებული ვარ. ასე რომ მინდა გითხრათ, მთავარია საჭირო დრო და საჭირო მომენტი, თუ არ გიმართლებთ დღეს, აუცილებლად გაგიმართლებთ ხვალ, არ უნდა დაკარგოთ იმედი და მცირე მარცხმა არ უნდა შეგაცვლევინოთ გეზი.

ტელევიზიაში ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, ის ჩემი მეორე სახლია. ახლა ახალი მუსიკალური გადაცემა მზადდება, რაც  ჩემთან ძალიან ახლოს დგას, ალბათ ეს ბიძგი გახდება ჩემთვის, გავაგრძელო მუსიკალური კარიერა.

პირადი ცხოვრება

ძალიან დიდი ხანია დაოჯახებული ვარ, თუმცა ჩემი მეუღლის შესახებ არავინ არაფერი იცის, ეს მისი არჩევანია, რასაც პატივს ვცემ. მეტიც, ჩემმა დედამთილმაც იცის, რომ მისი ფოტო არსად არ უნდა გამოაქვეყნოს.

როგორი დედაა თიკა

სამი ბიჭის დედა ვარ და სამი პოტენციური რძლის დედამთილი, ზოგი ამბობს, რომ კარგი დედამთილი ვიქნები, ზოგიც საპირისპიროს ამტკიცებს. ჩემს შვილებს პატივისცემით ვუყურებ, ვცდილობ არ ვიყო დიქტატორი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩემზე პატარები არიან, ერთად ვსწავლობთ.

სამივესთან სხვადასხვანაირი სიახლოვე მაქვს, უფროსი კარიერულ სფეროში მაძლევს რჩევებს, უმცროსი გარდერობთან დაკავშირებით, შუათანასთან კი განსაკუთრებული სულიერი მიჯაჭვულობა მაქვს.

აღზრდა ყველაზე რთული მისიაა და მეც ვცდილობ ყველაფერს გავართვა თავი, ისე კი ჩვეულებრივი ოჯახი გვაქცს, საიდანაც ხმაურიც ხშირად გამოდის.

თიკა და სამზარეულო

არა, სიყვარულით არ მიყვარს, ყველსა და პურზეც გადავივლი, მაგრამ ყველფრის კეთება შემიძლია, ღომსაც წარმატებით ამოვზელ. თუმცა ჩემს შვილებს ჩემი გაკეთებული კერძები ძალიან უყვართ.

თიკა და ბრენდები

ადრე ბრენდებს ვანიჭებდი უპირატესობას, თუმცა ახლა ალბათ მეც გავიზარდე. 20-25 წლის სამოსი მაქვს, აი ახლაც, 15 წლის ტანსაცმელი მაცვია, მეორადებშიც ხშირად ვყიდულობ, მიყვარს ვინტაჟური ტანსაცმელი. მასიური მოდის მწარმოებლების ნაწარმსაც შევიძენ ხოლმე, თუმცა ვფიქრობ, რომ ცნობილი ბრენდები ხშირად თაღლითობენ. თავს უფლებას არ ვაძლევ ძვირადღირებული ტანსაცმელი შევიძინო და არც სურვილი მაქვს ამისა. ჩემთვის მთავარია ტანსაცმელს ბუნებრივი შემადგენლობა ჰქონდეს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები