LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქვეყნიდან წასვლაზე არასდროს მიფიქრია“ – რატომ გალანძღა ნანკა კალატოზიშვილი აქციაზე ორმა ადამიანმა

24
nanka-kalatozishvili-vizitori

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, ნანკა კალატოზიშვილი. სტუმარმა ღიად ისაუბრა პირად ცხოვრებაზე, კარიერაზე და ასევე საკუთარი პოლიტიკური და სოციალური შეხედულებებიც გაგვიზიარა.

ნანკა და ბავშვობა

სიმარტოვე მიყვარდა, ახლაც სხვათაშორის. სკოლაში ცელქი ვიყავი, მათემატიკის მასწავლებელი ნანკა ,,ხულიგანკას” მეძახდა. ვშლიდი გაკვეთილებს, მასწავლებელს ცარცით სკამს ვუხატავდი და ჭიკარტსაც ვუდებდი. იყო პერიოდი, როდესაც ჯარში წასვლაც მინდოდა, თუმცა ბოლოს გადავიფიქრე. მე-9 კლასიდან საღამოს სკოლაში გადავედი, მაშინვე ვიცოდი, რაც მინდოდა და ვემზადებოდი იმ საგნებში, რაც თეატრალურში ჩასაბარებლად გამომადგებოდა. სტუდენტობაც ძალიან საინტერესოდ გავატარე. ჩაცმულობა საოცრად  უცნაური მქონდა, გამოცდებზე პირსინგებით და შორტებით დავდიოდი.

პირველი როლი

რუსთაველის სადრაფში ოთარ რეგაძის „ინსტინქტში“ მოსამსახურის როლი შევასრულე.

კარიერული აღმავლობის ხანა და პოპულარობა

აჩიკო მეფარიძის კლიპით გამიცნო საზოგადოებამ. ზოგადად დავაკვირდი, რომ ადამიანები ცნობადს თავად ხდიან ვინმეს და შემდეგ კი ეს ყველაფერი ბეზრდებათ და მათ კრიტიკას იწყებენ.

ზოგადად, ხალხის ჩემდამი დამოკიდებულება დიდად არ მაინტერესებს, ნეგატივს ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემში ყველანაირი სახეა, უბრალოდ არ უნდა გააღვიძო. აგრესიაც არსებობს ჩემში, უბრალოდ ამას არ ვაღვივებ.

ჩაცმის სტილი

არ მიყვარდა კაბები და არც ახლა მიყვარს. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ დავიტანჯე, სულ კაბები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა, თუმცა ისე ვუდგებოდი საკითხს, თითქოს სპექტაკლზე ვიყავი და გარკვეულ როლს ვასრულებდი. ახლა სპექტაკლებში ვმონაწილეობ და საოცრად ბუნებრივად და თავისუფლად ვგრძნობ თავს სცენაზე.

ნანკა და სიყვარული

ბოლოს, 4 წლის წინ ვიყავი შეყვარებული. ეს ყოველთვის მეტყობა ხოლმე თვალებზეც და გამომეტყველაბაზეც. როდესაც ცხოვრებაში სწორ ადამიანს ხვდები, ბუნებრივია, მისთვის ყველაფერი გინდა გააკეთო და ეს გაბედნიერებს.

როგორი დედაა ნანკა

იმედი მაქვს, კარგი დედა ვარ, საკმაოდ დიდი დროს ვუთმობ ჩემს შვილს. აი მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ტელეფონთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, ვთხოვე, დიდ დროს ნუ უთმობდა მას, ბოლოს კი ვუთხარი, რომ ტელეფონი მე მის თავს მართმევდა, აი სწორედ ამ ფრაზამ იმოქმედა მასზე.

სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებები

ქვეყნიდან არასდროს მდომებია წასვლა. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვაფასებ ჩვენს ქვეყანას და გული მწყდება, რომ ასეთი მდგომარეობაა. ჩვენ საკუთარს არ ვუვლით და არ ვიყენებთ მის რესურსებს. აქციებშიც აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას, იქ ყოფნის დროს, ორმა ადამიანმა გამლანძღა კიდეც, რადგან განსხვავებული პოზიცია მქონდა, თუმცა სიმშვიდე და კორექტულობა შევინარჩუნე და ვეცადე მშვიდად გადმომეცა ჩემი სათქმელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები