LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ვის გააგებინა იმედიდან განთავისუფლების შესახებ და ვინ გადაატანინა დეპრესიული პერიოდი – მაია სტეფნაძე „ფორტუნა პლუსში“

6
asmat-kevlishvili-vizitori

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია პროდიუსერი და გადაცემის „სარკეში“ წამყვანი მაია სტეფნაძე. სტუმარმა გიგა ბატკუაშვილის საავტორო გადაცემაში ,,იმედიდან” წამოსვლის დეტალებზე და ახალ გადაცემაზე ისაუბრა, რომელიც ,,ტვ პირველზე” გადის.

როგორ შეხვდი ახალ წელს და რა ტრადიციები გაქვს?

ჩემი სამივე შვილი, უსაყვარლესი სიძე და შვილიშვილი ჩემს გვერდით იყვნენ, ამიტომაც ძალიან ბედნერი ვიყავი. რაც შეეხება ტრადიციებს, მაქვს გარკვეული ტრადიციები, რომლებიც შორეული წარსულიდან მომყვება, ყოველ ახალი წლის ღამეს, ოჯახის ერთ-ერთ წევრს გარეთ, მეკვლედ  ვუშვებ, თეფშზე ბრინჯს, კანფეტებს და ხურდა ფულს ვდებ. 12 საათის მოახლოებასთან ერთად კი სურვილებს ვიფიქრებთ. წელს ჩვენი მეკვლე ჩემი სიძე იყო, რომელიც საკუთარი შვილივით მიყვარს, სამი ქალიშვილი მყავს და ალბათ ბიჭი რომ მყავდეს, ვისურვებდი, სწორედ მისნაირი ყოფილიყო.

სკანდალით გამოგიშვეს ტელეკომპანია იმედიდან, გქონდა გარკვეული პოუზაც, როგორ გადაიტანე ეს ყველაფერი?

ძალიან მოულოდნელი იყო და არც ადვილი ყოფილა, როდესაც დირექტორმა კაბინეტში დამიბარა და მითხრა, გაგანთავისუფლეო, არ ვიყავი მზად, იმიტომ რომ, ახალ გადაცემაზე ვმუშაობდი. თუმცა, არაფერს ვნანობ. პირველად ეს ინფორმაცია ინგა გრიგოლიას გავუზიარე, რომელიც თითოეული ჩემი ცხოვრებისეული ეტაპის დროს მხარში მიდგას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახლში არაფერს ვამბობდი, თუმცა, მაინც შემეტყო. დეპრესიული პერიოდის გადატანაში საზოგადოება დამეხმარა, მხარში სრულიად უცხო ადამიანები მედგნენ. საზოგადოების მხრიდან უსაზღვრო მორალურ მხარდაჭერა ვიგრძენი.

ახლა „ტვ პირველზე“ ვისაუბროთ, გადაცემა „სარკეში“ – რომელიც სხვა არცერთ გადაცემას არ გაქვს, გვესაუბრე მის შესახებ…

მინდა გითხრათ, რომ წამყვანობის ამბიცია არასდროს მქონია, შემოთავაზებაზეც ძნელად დავთანხმდი. აღნიშნულ გადაცემაზე მუშაობა საკმაოდ გამიჭირდა, ბაზარზე უამრავი გადაცემაა და რაიმე განსხვავებული უნდა გამეკეთებინა, არ მინოოდა, რომელიმე სხვა გადაცემას დამსგავსებოდა, „სხვა გადაცემაში“ ჩემს გადაცემებსაც ვგულისხმობ, ძალიან რთულია რაიმე განსხვავებული შექმნა, როდესაც შენს მიერ შექმნილი პროდუქტები უკვე არსებობს.

რაც შეეხება კონკურენციას, როდესაც გადაცემა  „სხვა რაკურსს გია ჯაჯანიძესთან ერთად“ ვაკეთებდი, მე მაია ასათიანის „პროფილს“ კონკურენტად არასდროს აღვიქვამდი, ამით იმის თქმა მინდა, რომ იმიტომ კი არ ვიბრძვი  რეიტინგისთვის, რომ სხვას ვაჯობო, არამედ იმიტომ, რომ პროდუქტი იყოს მისაღები და ხარისხიანი საზოგადოებისთვის. ასევე მინდა გითხრათ, რომ მაია ასათიანმა არაერთხელ გამომითქვა მხარდაჭერა.

გაიხსენე პირველი გადაცემა, ნერვიულობდი თუ არა?

კატასტროფულად ვნერვიულობდი, თავიდან სოლიდური დავიჭირე, შემდეგ არ მომეწონა ეს ყველაფერი და რეალური სახე დავდე, როგორიც ვარ, ხორხოცა და მხიარული, გადაცემაში  რეალური მე ვარ და არაფერს ვთამაშობ.

რა სიახლეებს სთავაზობ 2020 წელს მაყურებელს…

მინდა ყველა იყოს ბედნიერი და შემდგარი, ახალგაზრდებს მინდა მივმართო, რომ არ დანებდნენ, ისინი აუცილებლად მიაღწევენ დასახულ მიზნებს. ბევრჯერ გამოვცადე საკუთარ თავზეც ყველანაირი ცხოვრებისეული მომენტი და ამ გამოცდილბით მინდა დავეხმარო ჩემს მაყურებელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები