LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პანდემიის დროს სიგარეტის მოწევას თავი დავანებე“ – დათუნა მგელაძე სტუმრად „ვიზიტორში“

6
datunamgeladzevizitor

გადაცემის ლაივი LIVE

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი, დათუნა მგელაძე, რომელმაც პირად ცხოვრებაზე, კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

როგორ გაატარე პანდემიის პერიოდი?

პანდემია რომ არა, ვერ მოვიცლიდი და ორ ახალ სიმღერას ვერ დავასრულებდი, ახლა სულ იმ ფიქრებში ვარ, საითკენ წავიყვანო, ტექსტიც დასრულების პროცესშია.

მქონდა მცდელობები კულინარიული კუთხით, იუთუბზე ვუყურებდი ვიდეოებს, ვცდილობდი გამემეორებინა და კერძები გამეკეთებინა, თუმცა კრახით დასრულდა და მივხვდი, რომ კულინარია ჩემი არ არის. ამ პერიოდში ჩემს თავს გვერდიდანაც შევხედე და შევაფასე. ყველაზე რთული ამ სამი თვის განმავლობაში ჩემი მეგობრების მონატრება იყო. სწორედ ეს გამიჭირდა ყველაზე მეტად.

ყველაზე კარგი რაც ამ პერიოდში გავაკეთე ისაა, რომ მოწევას დავანებე თავი, მესამე თვეა საერთოდ აღარ ვეწევი.

დაწვრილებით გვესაუბრე შენს შემოქმედებით საქმიანობაზე..

ორი ახალი სიმღერა მაქვს, ერთი უკვე დამთავრებულია, კლიპი მუშაობის პროცესშია, მეორეს ტექსტი  სულ მალე დამთავრდება და ჩაიწერება.

ტექსტი ქეთი ორჯონიკიძეს ეკუთვნის, სიმღერა კი მე, ეს სიმღერა პაატა სილაგაძესთან ჩაიწერა, სულ ცოცხალი შესრულებაა, საბოლოო მასტერინგი კი ბრავო რეკორდში“ გაკეთდა.

ძალიან მენატრება ზოგადად ეს პროცესი, სიმღერა, მიკროფონი, კონცერტი, ეს ყოველივე ჩემთვის ყველაფერია. ახლა რომ მიმიშვან, ასე მგონია, დღედაღამ გადაბმულად ვიმღერებ.

სახლში მე და დედა ვცხოვრობთ, პანდემიამდე ზოგჯერ ისე გვიან მიწევდა ხოლმე სახლში მოსვლა, რომ დედაჩემს ეძინა. პანდემიის დროს  დანაკლისი ამოვივსე, დედა-შვილური სიყვარული ყველაზე ძლიერია, ყველაზე დიდი სიყვარული რაც გამაჩნია, ეს დედაჩემს ეკუთვნის.

სახლში ძაღლი მყავს, არ ვიცოდი ადამიანსა და ძაღლებს შორის თუ შეიძლებოდა ასეთი ძლიერი სიყვარული. ყველას ვურჩევ, სახლში ძაღლი იყოლიოს. მე მყავს იორკი, სტივი ჰქვია, ძალიან  საყვარელია.

რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

ყველაფერი მშვენივრად არის, ყველაფერი ძალაინ კარგად არის, არის ჩემს ცხოვრებაში ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი, დანარჩენს როცა დრო მოვა, შემდეგ გეტყვით.

როგორც ვიცი, სილამაზის სალონი გაქვს, გვესაუბრე ამის შესახებ..

ჩვენ მაქსიმალურად, ყველანაირი წესის დაცვით ვმოქმედებდით, თანაც ჩემი სალონი ძალიან დიდია და უფრო გაგვიმარტივდა სოციალური დისტანციის მიხედვით ადგილების გადანაწილება. რა თქმა უნდა, თავიდან იყო შიშის მომენტი, როდესაც ამხელა ბიზნესი გაქვს და გეუბნებიან, სახლში დაჯექიო, ძალიან რთულია,  თუმცა, ახლა ყველაფერი დალაგდა, შეღავათები გაგვიკეთეს და ყველაფერი მწყობრშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები