LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნინა წკრიალაშვილზე მეტი ტანისამოსი მაქვს, ტანსაცმელზე დამოკიდებული ვარ“ – სოფო გორდაძე

26
giga-vizitori-nwswe5

გადაცემის ლაივი LIVE

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორს“ „გვიანი შოუს“ წამყვანები სოფო გორდაძე და ამიკო ჩოხარაძე ესტუმრნენ. სტუმრებმა წამყვანის, გიგა ბატკუაშვილის მიერ დასმულ შეკითხვებს გულწრფელად უპასუხეს და მხიარული ეთერი აჩუქეს მსმენელს.

სოფო: მე რადიოში ათი, ულამაზესი წელი გავატარე, „ფორტუნა პლუსი“ კი ჩემი საყვარელი რადიოსადგურია, ვგიჟდები რადიოზე. სხვათა შორის, ბავშვობიდან მინდოდა ცნობილი ვყოფილიყავი, ჩემი გამოჩენა ტელესივრცეში ალეკო მალხაზიშვილის დამსახურებაა. სწორედ მან იპოვა ჩემში იუმორისტული მარცვალი. ახლა მე და ამიკოს „გვიანი შოუ“ მიგვყვავს, უბედნერესი ვიქნები, თუკი ჩემი იუმორისტული შოუ მექნება, ვფიქრობ, იუმორი – ეს ადამიანის საუკეთესო თვისებაა.

ნიკა გრიგოლიამ, რომლის პოზიციასაც სწორედ მე დავიკავე მითხრა, როგორიც ცხოვრებაში ხარ, ზუსტად ისეთი ხარ ეკრანზეცო და ეს მახარებს, ეს არის მთავარი. ისეთი უნდა მიგიღოს მსმენელმა და მაყურებელმა, როგორიც ხარ. საზოგადოებამ „ჯეო ბარიდან“ გამიცნო და ვფიქრობ რომ ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც ვიყავი.

როგორი დედაა  სოფო?

ჩემთვის კარგი დედა ნიშნავს, როდესაც ადამიანს ბავშვებთან მშვიდი ნერვებით შეუძლა ურთიერთობა. ვცდილობ, ბავშვებს დრო დავუთმო და მათთან საინტერესო რაღაცეები გავაკეთო, მგონია, რომ კარგი დედა ვარ.

 

სოფო და ბრენდები…

ნინა წკრიალაშვილზე მეტი ტანისამოსი მაქვს…  მე ვარ  სამოსზე დამოკიდებული, შემიძლია მთელი ჩემი დანაზოგი ტანისამოსზე დავხარჯო, თუმცა მაინცდამაინც ბრენდებზე დამოკიდებული არ ვარ. მთავარი ხარისხია.

როგორი მეწყვილეა სოფო?

ამიკო: სოფო ძალიან კარგი მეწყვილეა, მეგობართან მუშაობა ყოველთვის კარგია. მასთან თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ძალიან კარგი ტანდემი გვაქვს, როგორც კამერების წინ, ასევე რეალურ ცხოვრებაში.

ვფიქრობ, იუმორი ჩვენი ქვეყნის მთავარი გადამრჩენელი მხარეა. რაც შეეხება რესპოდენტს, ის უნდა იყოს მოქნილი და ჰქონდეს იუმორის გრძნობა, თუკი არ ექნება, ვცდილობ, მაქსიმალურად დავეხმარო.

იყო პერიოდი, კონკურსებით გამქონდა თავი, ბოლოს, მონაწილეობა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მივიღე, სადაც ჩემი მეწყვილე ჯულიანა ბარგნარი იყო, ის მთელი პროექტის მანძილზე საოცრად მეხმარებოდა. იყო ასევე პროექტი „ერთი ერთში“, რომელშიც, ვფიქრობ ყველაზე კარგად მოვახერხე საკუთარი ძალების გამომჟღავნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები