LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიხეილ ცაგარელმა გვირჩია, დეკემბერში მოაწერეთ ხელიო, ხოდა ასეც მოვიქეცით“ – ხატია შამუგია გათხოვდა

18
xatia-shamugia-vizitori-nws2020

გადაცემის ლაივი LIVE

ფორტუნა პლუსის“ გადაცემა, „ვიზიტორის“ სტუმარია ჟურნალისტი, წამყვანი, „ისი პარის“ პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი, ხატია შამუგია, რომელმაც  „რადიო ჰილდინგ ფორტუნაში“ მუშაობის წლები დეტალურად გაიხსენა და გადაცემის წამყვან, გიგა ბატკუაშვილსა და მსმენელს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული სიახლე ექსკლუზიურად  გაუზიარა.

გაიხსენე შენი ყოფილი სამსახური, შენი 10 წლიანი მოღვაწეობა „რადიო ჰოლდინგ ფორტუნაში“…

ყოფილები არ არსებობენ, ვიქნები სუბიექტური და ვიტყვი, რომ „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ ჩემი ფავორიტია, ის ჩემი მეორე სახლია. ზოგადად, ადამიანები, ძალიან მიყვარს და როდესაც ჩემზე, ჩემს პოსტებზე პოზიტიურ გამოხმაურებას ვიღებ, ეს ყველაფერი მაბედნიერებს და დიდ სტიმულს მაძლევს.

1999 წელი იყო, როდესაც მე მუშაობა „ფორტუნაში“ დავიწყე, ეს ის პერიოდია, რომელიც საზოგადოებას ძალინ კარგად და თბილად ახსოვს. ვინც ახლა ტელევიზიაში პროფესიონალ კადრად ითვლება, ყველას რადიოს სკოლა აქვს გამოვლილი, ეს ფაქტობრივად ბაკალავრიატია, უსაზღვრო გამოცდილებით.

ზოგადად, რადიო საოცრად ინტიმურია, მახოვს,  ჩემს ხმას ყველა ცნობდა, ჩემი სახელი და გვარი ყველამ იცოდა.  გარეგნულად რატომღაც ყველას მაღალი, მწეველი გოგონა ვეგონე, ვერავის წარმოედგინა, რომ ასეთი სიფრიფანა ვიყავი.

მახოვს, რადიოში, ძალიან დიდი კონკურსი იყო, 2000 ადამიანიდან მხოლოდ სამი აგვარჩიეს. ძალიან რთული ტურები გავიარეთ,  ზოგიერთი ჟიურის წევრი  წიგნზე გვესაუბრებოდა, ზოგიერთი კონკურსანტების  ინტელექტს ამოწმებდა, ზოგიც ხმას და ინტონაციას.  მთავარი ის იყო, რომ ყველა  ქუჩიდნ, მოვედით, ანუ,  ეს ის კონკურსი იყო, სადაც არავინ არავის ნაცნობი არ იყო. ეს იყო ოქროს ხანა, საოცრად ტკბილად მახსენდება ყველაფერი და ხშირად მესიზმრება კიდეც რადიო. ქართული შოუბიზნესი და „რადიო ჰოლდინი ფორტუნა” ერთად განვითარდა. რადიომ უამრავი ვარსკვლავი აღმოაჩინა და ახლაც აგრძელებს ამ ყველაფერს. ზოგადად, „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ ჩემი კარიერის განვითარებაში, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. სწორედ აქ შედგა ჩემი და „ისი პარის” თანამშრომლობა.

როდესაც შემოთავაზება „ისი პარისგან“ მიიღე, რამდენად გაგიჭირდა გადაწყვეტილების მიღება?

შემომთავაზეს, რომ გადაცემაც უნდა წამეყვანა და ბილბორდზეც უნდა ვყოფილიყავი. ეს არ მოიაზრებდა იმას, რომ ეს სამსახური დამეთმო და რაღაც პერიოდის განმავლობაში ვათავსებდი კიდეც, თუმცა, როდესაც მარკეტინგი და პიარი დამემატა, ამდენ საქმეს ფიზიკურად  ვერ გავუმკლავდი.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქალისთვის სოცნებო სამუშაო იყო, ვერ ვიგებდი, რა გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ეს იყო ძალიან რთული არჩევანი, თუმცა, ინტუიტიურად ვგრძნობდი, რომ ამ სფერში უნდა გადავსულიყავი. ვფიქრობ, ძალინ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. რადიოში საოცარად სენტიმენტალური და მეგობრული გამოსამშვიდობებელი საღამო მომიწყვეს. თუმცა, ყველამ ვიცოდით, რომ ისეთ სფეროში მივდიოდი, საიდანაც კავშირი რადიოსთან  მუდამ მექნებოდა და ეს მართლაც ასე მოხდა.

გვესაუბრე შენი შვილის შესახებ, რომელიც ახლა უკვე აბიტურიენტია…

ამბობენ, რომ თუ გიმართლებს კარიერაში, ვერ გიმართლებს პირად ცხოვრებაში. ორივეს რომ გაართვა თავი, ეს ძალიან რთულია. ძალინ რთულია იყო მარტოხელა დედა, არც შვილს მოაკლო ყურადღება, არც საქმიანობას.  სხვათა შორის, დავაკვირდი, რაც უფრო მეტი საქმე გაქვს, მით უკეთ ართმევ თავს ყველაფერს.

წინა წელი ძალინ რთული მქონდა, დედა გარდამეცვალა, რომელმაც ძალინ დიდი როლი ითამაშა ჩემი შვილის, ნიკუშას აღზრდაში. მეგონა არაფერი ვიცოდი, თუმცა, დავრწმუნდი, რომ თურმე ოჯახის საქმეების გაკეთებაც შემძლებია. მივხვდი, რომ ადამიანი რასაც მოინდომებს, ყველაფერს გაართმევს თავს.

რაც შეეხება ნიკუშას, მას აქტიური დედის გარდა, ძალიან პოპულარული მამაც ჰყავს, თუმცა, ამ ყველაფერზე აქცენტი არასდროს  გაუკეთებია. თავმდაბალია და ეს მომწონს. სულ ცოტა ხნის წინ რჩევა მკითხა, ყურის გახვრეტა სურდა, მე მომწონს საყურე და საკმაოდ ლოიალურად შევხვდი ამ ფაქტს, თუმცა, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, მისი მამა, გურამ ლომიძე  წინააღმდეგი იყო და მას ამ ფაქტს ვუმალავდით.

გვესაუბრე სუნამოებზე, რომელია შენი ფავორიტი,  2020-ში რომელი სურნელია ყველაზე ტრენდული?

სუნამოები ადამიანებს და ადგილებს მახსენებენ. აი მაგალითად ჩემთვის „შანელი ნომერი 5“ კლასიკაა, კიდევ „დიორის ჟადორ“ მიყვარს,  ასევე „აიურ სპორტი“, ფავორიტებში „ივ სენ ლორანის“, „ლიბრ“ შედის. უამრავი ახალი სურნელია, თუმცა არსებობს მაინც გარკვეული კლასიკა. 2020-ში ალბათ „ივ სენ ლორანის“ „ლიბრს“ გამოვყოფდი, მამაკაცის არომატებში კი „დოლჩე გაბანას“ „კინგს.“ არომატით ადამიანის ფსიქოტიპი შემიძლია გამოვიცნო, არომატის მიხედვით შემიძლია გავიგო, როგორი შინაგანი სამყარო აქვს ადამიანს, რამდენად გემოვნებიანი და დახვეწილია.

რა სიახლეებია შენს პირად ცხოვრებაში, გავიგეთ, ხელი მოაწერე…

აჩიკო ზოდიაქოთი ლომია,  ის დუბლინში ცხოვრობს და მასთან მალე მეც გავემგზავრები, ათი დღით მივდივარ. სხვათა შორის, აჩიკოს არ უყვარს, როდესაც მასზე ბევრს ვსაუბრობ. რაც ხელის მოწერას შეეხება, მიხეილ ცაგარელმა გვირჩია, დეკემბერში მოაწერეთ ხელიო, ხოდა ასეც მოვიქეცით. აჩიკოს უყვარს „ტომ ფორდი“, მას საკმაოდ დახვეწილი გემოვნება აქვს. ასევე, ძალიან უყვარს, როდესაც წითელ ტუჩსაცხს და წითლ მანიკურს ვიყენებ. ის, აი ახლაც გვისმენს. გიგა გპირდებით, როდესაც ჩამოვა, აუცილებლად გეწვევით გადაცემაში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები