,,მეც მაყურებელთან ერთად ველოდები, ერთი სული მაქვს როდის გაიგებს ზაზა'' - სალომე შავაძე ქეთის პერსონაჟის შეახებ

გიგა ბატკუაშვილის საავტორო გადაცემას ,,ვიზიტორსი” მსახიობი სალომე შარვაძე ესტუმრა. მსახიობმა ,,ჩემი ცოლის დაქალებში” ქეთის პერსონაჟის შესახებ ისაუბრა, რომელიც ძალიან აქტუალურია.

პირველი წარმატება

– როცა მოვხვდი არაჩვეულებრივ ჯგუფთან ერთად, რომელიც არის ,,ფორმულა კრეატივი”. 17 წლიდან ვარ მათ გუნდში.

ჩცდ… იყავი მზად იმისთვის, რომ ამ ეტაპზე მისულიყო ქეთის პერსონაჟი?

– ჩვენ ხომ წინასწარ არაფერი არ ვიცით. ყოველი სეზონის ბოლოს ვფიქრობ, რომ ახალი რა უნდა იყოს, მაგრამ ისეთ სცენარს წერს ქეთი დევდარიანი, პირველი სერია, რომ წავიკითხე კრიჭა შემეკრა. ისე მიხაროდა, რადგან მსახიობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთფეროვანი არ იყოს. მე ამის საშუალება მომეცა იმიტომ, რომ ისეთი სათამაშო სცენები მაქვს… ნელ-ნელა ეს გოგო არა მარტო მოღალატე, ხდება თაღლითი, აქეთ ქმარს ატყუებს, იქით – იმის ცოლს. თქვენ წარმოგიდგენიათ რა მოხდება?!

ადანაშაულებ ქეთის ამ საქციელში?

– ქეთი როგორ შეიძლება დაადანაშაულო. თანაბარია ყოველთვის ყველაფერი. როცა ქმარი გღალატობს და ტელეფონში გეუბნება, რომ ცოლი მოვიყვანე, ხან ბიკინით მოდის, როცა არ უყვარხარ, არანაირი ყურადღება არ არის მისგან, არანაირი სითბო, როცა ქალი არ ხარ მისთვის, რა თქმა უნდა წავიდა და უღალატა… სადაც სითბო ნახა, ექიმი აჩიკო კი არა ნებისმიერი კაცი რომ ყოფილიყო, უღალატებდა იმიტომ, რომ ეს გოგო უკვე ძალიან დაჩაგრული იყო, იყო ძალადობის მსხვერპლიც. ცოტა მეტი თავისუფლება რომ ჰქონოდა ქეთის, ამას არ იზამდა. პირადში მომწერა ერთმა გოგომ მე, სალომე შარვაძეს, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა. ძალიან მიყვარს ყველა, ვინც ქეთის ცხოვრებით ცხოვრობს. თემა არის ძალიან მტკივნეული, ძალიან საკამათო. მეც მაყურებელთან ერთად ველოდები, ერთი სული მაქვს, როდის გაიგებს ზაზა.

შენი ვარაუდით, როგორც ქალი მაყურებლის, როგორ გინდა დასრულდეს ეს ყველაფერი?

– ამ ბოლო დროს, ქეთის ცხოვრებით ვცხოვრობ და ვნერვიულობ. მინდა, რომ ზაზასთან ერთად მოხდეს გულახდილი საუბარი, გამოუტყდეს ყელაფერში და იმანაც აღიაროს, რომ ისეთი სათანადო ქმარი არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო და დალაგდნენ ერთმანეთში. მინდა, რომ ზაზამ ეს საიდუმლო შეუნახოს ბოლომდე.

გადაცემის აუდიოჩანაწერი: