LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარწყვი“ – ირაკლი ფირცხალავასა და მასტერის სიმღერის პრემიერა ,,ფორტუნა პლუსში”

5
mastervizitorugst

გადაცემის ლაივი LIVE

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“  სტუმრები არიან მასტერი და ირაკლი ფირცხალავა, მათ  სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და  სიმღერა „მარწყვი“ დააპრემიერეს.

მასტერი:

წელს 20 ახალი სიმღერა ჩავწერე, აქედან 8 დუეტია, რეკორდი მოვხსენი, ეს უკვე ნარკოტიკული დამოკიდებულებაა. პანდემიის პერიოდში კლიპი Stay Home გადავიღე, ვერ ვიტყვი, რომ პანდემიის დროს განსაკუთრებულად ვიმუშავე, მე სულ ვმუშაობ. ვგრძნობ რომ ხალხში სიყვარული და ინტერესი იმატებს.

რამდენად კომფორტულად გრძნობ თავს დუეტებში?

ზოგადად, მთავარია კომფორტულად ვიგრძნო იმ ადამიანთან თავი, ვისთანაც ვმუშაობ, არც მარკეტინგულ გათვლებზე ვფიქრობ ხოლმე. მთავარია მუსიკალური მეგობრობა გვქონდეს და  მუსიკაში ვუგებდეთ ერთმანეთს, აი მაგალითად, მე და ნათია დუმბაძე იდეალურად ვეწყობით ერთმანეთს.

ახლა, ახალ კლიპზე, კაბუსთან ერთად ვმუშაობ, სიმღერა ჯერ კიდევ მაშინ ჩავწერეთ, როცა ის ნიცაში, საფრანგეთში იმყოფებოდა, ახლა ის ჩამოვიდა საქართველოში და როგორც ვიცი, კონცერტების გამართვას გეგმავს.

მე ვერ გავჩერდები, ესაა ჩემი ცხოვრება და ცხოვრებას ხომ ვერ გავაჩერებ. პანდემიის დროს 9 კონცერტი იყო დაგეგმილი და 9 კონცერტი მოიხსნა. ახლა თბილისსა და ბათუმში ძალიან ბევრ კონცერტს ვგეგმავთ. ასევე მინდა გითხრათ, რომ ბენდთან ერთად საოცარია მუშაობა, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და  ერთად კონცერტებსაც ვგეგმავთ.

ახლა ირაკლი ფირცხალავაც ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში, ეს ჩვენი მესამე დუეტია უკვე. ირაკლი არის ჩემი ძმაკაცი, პირველი ტრეკი იყო „გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო“, შემდეგ ჩავწერეთ სახეს სიმღერა „თოვლი მოსულა“, ახლა კი მესამე დუეტი გამოვიდა, სახელწოდებით „მარწყვი“.

ისე ჩავწერეთ, რომ ერთმანეთს არ შევხვედრილვართ, ის ბარსელონაში იმყოფებოდა, მე თბილისში. ძალიან „ლაითი“ სიმღერაა. სიმღერის ავტორი მე ვარ, ინსტრუმენტალი ჩემს მეგობარს ეკუთვნის.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ახლა ბურგერ რესტორანი გავხსენი, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, რომ ბურგერების საკვები ობიექტი გამეხსნა, იმასაც გეტყვით, რომ ეს „ფასთ ფუდი“ არ არის, ძალიან ცნობილი შეფ-მზარეული მყავს.

ირაკლი:

ირაკლი როგორია, მასტერთან მუშაობა?

ჩემთვის უკევე ძნელია ობიექტურობა, ძმასთან როგორი ურთიერთობაცაა, ზუსტად ასეთი ურთიერთობა გვაქვს. მე მესამე თვეა ბათუმში ვარ, ქართულიც დავხვეწე, სხვათა შორის, პირველადაა, როცა სრულად ქართულად ვსაუბრობ.

12 აგვისტოს  ბათუმში, სოჰოში, კონცერტი გაიმართება, ის ერთ საათს გაგრძელდება, მე შევასრულებ ყველა ჩემს ჰიტს, იქნება ჩემი და მასტერის სიმღერის პრემიერაც, მას ლაივში პირველად შევასრულებთ. კლიპის გადაღებას ბათუმში ვგეგმავთ. ასევე მალე ალბომს შევთავაზებ საზოგადოებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები