LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მართალია ადამიანები სახლში უნდა დარჩნენ, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბევრ ადამიანს სწორედ სახლში დარჩენით უამრავი პრობლემა შეიძლება შეექმნას.“ – ვახო სანაია

4
sanaia

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ ონლაინ სტუმარია ჟურნალისტი ვახო სანაია.

როგორია შენი განწყობა?

მიუხედავად იმისა, რა მძიმე ვითარებაცაა მსოფლიოსა და საქართველოში, თავს მაინც გადასარევად ვგრძნობ და ვცდილობ, კარგი განწყობა შევინარჩუნო, თანაც კარგი განწყობა იმუნიტეტეს აძლიერებს.

როგორ ატარებ თვითიზოლაციის პერიოდს?

ძალიან მონატრებული ვიყავი სახლში ყოფნას, სამსახურში ასეთი რეჟიმი გვაქვს, ერთი კვირა ერთი გუნდი მუშაობს, მეორე კვირა კი მეორე. წინა კვირას ვისვენებდი და ის ერთი კვირა საოცრად კარგად გავატარე, ზოგადად, სახლში ყოფნა ძალიან მიყვარს და შემიძლია კვირობით სახლში ვიჯდე ისე, რომ გარეთ არც კი გავიდე. ოჯახთან დროის გატარება ძალიან კარგია. თან სახლში პატარა გვყავს და მასთან დიდ დროს ვატარებ.

რაიმე ახალი ნიჭი ხომ არ აღმოაჩინე საკუთარ თავში?

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, ყველა ჩემი ნიჭი თუ უნიჭობა უკვე აღმოჩენილი მაქვს. ასე რომ არაფერი ახლის აღმოჩენა არ მიცდია. რაც კულინარიას შეეხება, ერთადერთი, მხოლოდ კიტრი-პომიდვრის სალათის გაკეთება შემიძლია და ის საოცრად გემრიელი გამომდის. კიდევ შემიძლია გითხრათ, რომ პასკა დავაგემოვნე, ადრე არ მიყვარდა, ახლა კი რომ გავსინჯე, ძალიან მომეწონა.
რაც მაკლდა ცხოვრებაში, ის ავინაზღაურე, ძილი მენატრებოდა და გამოვიძინე, ბავშვთანაც ძალიან კარგად ვერთობი.

მოგენატრა თუ არა პოლიტიკური დებატები?

მომენატრა პოლიტიკა, თანდათან ვნახოთ რა მოხდება. ისე მინდა გითხრათ, რომ სამედიცინო კუთხით, ჟურნალისტებმა ექიმების სახით, უამრავი კარგი და საინტერესო ადამიანი გავიცანით.

ერთ-ერთ გადაცემაში ბულინგის მსხერპლი გახდი, გვესაუბრე ამ საკითხზე?

ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ბულინგი ჩემზე, როგორც ჟურნალისტზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. რაც შეეხება კრიტიკას, თუკი კრიტიკაში რაიმე სიმართლის მარცვალი არის, მე ყოველთვის ვცდილობ მივიღო, თუმცა, იმ კონკრეტულ გადაცემას, ახლაც იგივენაირად წავიყვანდი.
„ტვ პირველიც“ სწორედ ამიტომ მიყვარს, ჩვენ სრულიად თავისუფლები ვართ და ერთმანეთის გადაცემებს პატივს ვცემთ. იმ გადაცემამაც შესანიშნავი რეიტინგი დადო.

რას ურჩევდი საზოგადოებას, როგორ გაატარონ თვითიზოლაციის პერიოდი?

იმ სივრცეში სადაც ვართ, ვეცადოთ საზოგადოებასთან კომუნიკაცია მაინც შევინარჩუბოთ. ასევე, ოჯახის წევრებთან ვიკონტაქტოთ, ოღონდ ზომიერად, რადგან დიდი დროის გატარების შემდეგ გარკვეული კომფლიქტური სიტუაციების შექმნის ალბათობაც იმატებს ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანია, რა დოზით გვაქვს ერთმანეთთან კომუნიკაცია.

დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, მართალია ადამიანები სახლში უნდა დარჩნენ, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბევრ ადამიანს სწორედ სახლში დარჩენით უამრავი პრობლემა შეიძლება შეექმნას. და ბოლოს, მსმენელს ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას ვუსურვებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები