LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მალე ახალი ოჯახის წევრი გვეყოლება, პატარა გოგონას ველოდებით“ – გიორგი ცხადაძე

3
71499178-1521499697992034-7108185606617825280-o

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის” ონლაინ სტუმარია გიორგი ცხადაძე მეუღლესთან, სალომე ლემონჯავასთან  ერთად. წყვილმა თვითიზოლაციაში გატარებული დროის შესახებ ისაუბრა და ვიტამინებით გაჯერებული კოქტეილის რეცეპტიც გაგვიზიარა.

გადაცემის ლაივ- ჩანაწერი

https://www.facebook.com/177114908970670/videos/758944281308737

როგორია თქვენი განწყობა?

სალომე: განწყობა შესანიშნავია, თქვენს გადაცემაში ერთად პირველად მოვხვდით და აჟიტირებულები ვართ.

გიორგი: სხვათა შორის, მინდა ავღნიშნო, რომ შენ, გიგა ისეთი ჟურნალისტი ხარ, რომელიც ძალიან კარგად გამომტეხს ხოლმე, თანაც ისე რომ არავის არაფერი ეწყინება.

როგორია თქვენი თვითიზოლაციის პერიოდი?

სალომე: ჩვენც, როგორც ყველა ადამიანი ვცდილობთ შევიქმნათ საუკეთსო განწყობა და გამოგვდის კიდეც. მივყევით სპეციალისტების რჩევას, ჩამოვწერეთ ჩვენი ცხოვრებისეული რუტინა და საათობრივად მივყვებით გეგმას. ეს ყველაფერი გვეხმარება იმაში, რომ ბევრი დრო არ დაიკარგოს, ამის გამო, თავს ვგრძნობთ ფორმაში.

გიორგი: ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო პერიოდში ვცხოვრობთ. სამყარო რადიკალურად შეიცვალა და ჩვენც გვიწევს, ფეხი ავუწყოთ ყოველივე ამას, ვცდილობთ მოვერგოთ ამ გამოუვალ სიტუაციას.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ექიმებს და ასევე იმ ადამიანებს, მაგალითად შენ, რადიოს, ტელევიზიას, ვინც ცდილობს, საზოგადოების გახალისებას, რომ არა თქვენ, ჩვენი მდგომარეობა იქნებოდა გაუსაძლისი, ამ ადამიანების საქმიანობა მართლაც დასაფასებელია. რაც სახლის საქმეებს შეეხება, ვრეცხავ, ვაუთოვებ, მოკლედ ყველაფერს ვაკეთებ.

სალომე: სულ მინდოდა მეთქვა და შენი ეთერით ვისარგებლებ, გიორგი მართლაც იდეალურია, რაც უარყოფითს შეეხება, პანდემიის დროს რაზეც ვკამათობთ, ეს არის სოციალური ქსელების მიმართ დამოკიდებულება.  გიორგიმ გადაწყვიტა, რომ კორონავირუსის დროს კიდევ უფრო დამოკიდებული არ გამხდარიყო სოციალურ ქსელზე და რამდენიმე საათით თიშავს ხოლმე „ფეისბუკსა“ და „ინსტაგრამს“. მეც გამომართმევს ხოლმე ტელეფონს და აი მაშინ იწყება ხოლმე ძალიან საინტერესო ეპოქა.

გიორგი: მართალია სალომე, ვურჩევ მაყურებლებსაც და მსმენელსაც, რომ მოწყდეს სოციალურ ქსელებს, იმიტომ რომ ის ჩვენს ცხოვრებში ზედმეტადაა შემოჭრილი.

აქვე მინდა გითხრა, რომ მე „ფორმულზე“ ახალი რუბრიკა დამემატა, ყოველ პარასკევს, ვსაუბრობ მუსიკაზე და გიგა, მინდა დაგპატიჟო გადაცემაში.

ახლა კი შემოგთავაზებთ ვიტამინებით გაჯერებული კოქტეილის რეცეპტს და ასე, ონლაინში გავაკეთებ აღნიშნულ კოქტეილს. ის დიეტის დროსაც მშვენიერია, რადგან არ არის კალორიული.

თქვენ დაგჭირდებათ რამდენიმე ლიმონი, ლიმონის წვენი, პიტნის ფოთლები ლაიმი, გრეიფრუტი, შაქრის სიროფი ერთი ჭიქა, გაზირებული წყალი და ბლენდერი, სადაც ამ ყველაფერს ვათავსებთ.

მინდა აქვე სიმღერის პრემიერა შემოგთავაზოთ, რომელიც კორონავირუსის გამო გადაიდო და ახლა, სახლის პირობებში, ყოველივე არანჟირების გარეშე გიმღერებთ.

გიორგი, სალომე, არაჩვეულებრივი ინფორმაცია შვიტყვე, თქვენ ოჯახში მალე მატება იქნება, ვის ელოდებით გოგონას თუ ბიჭს?

პატარა გოგონას ველოდებით, ცოტა უცნაურია, ამ რთულ პერიოდში ყოველივე ეს, ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა, ძალიან მალე ახალი ოჯახის წევრი გვეყოლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები