LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედას და მამას არ უნდოდათ, მსახიობი გავმხდარიყავი“ – კოკო როინიშვილი სტუმრად „ვიზიტორში“

11
kokoroinishvilivizitori

გადაცემის ლაივი LIVE

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, რეჟისორი და ტელეწამყვანი – კოკო როინიშვილი.

რამ განაპირობა შენი გადაწყვეტილება, მსახიობი გამხდარიყავი?

მე თეატრში გავიზარდე, მთელი ცხვრება ვუყურებდი მსახიობებს, სპექტაკლებს, მსახიობების ოჯახში გავიზარდე. 16 წლის რომ ვიყავი, არჩევანი უნდა გამეკეთებინა, ან სამსახიობოზე უნდა ჩამებარებინა, ან სარეჟისოროზე. სხვათა შორის, ჩემს მსახიობობას დედაჩემისგან და მამაჩემისგან დიდი წინააღმდეგობა მოყვა. არ უნდოდათ, რომ მსახიობი გავმხდარიყავი. მეც წინააღმდეგობის სურვილის გამო სამსახიობოზე ჩავაბარე, შემდეგ კი გიზო ჟორდანიასთან სარეჟისოროზე ჩავაბარე.

დებიუტი შედგა 7 წლის ასაკში, თეატრალურ სარდაფში, ოთარ რეგაძემ დადგა სპექტაკლი და იქ მივიღე მონაწილეება.  მე და ჩემ დას, მარიამს დღემდე გვეტყობა მშობლების გავლენა. როცა გამოცდას ვაბარებდი, ერთმა ქალმა ჩაილაპარაკა, როინიშვილის შვილიაო, ამის გამო ვინერვიულე. ინგლისში, გასტროლების დროს ავიღე პრიზი, მამაკაცის საუკეთსო როლისთვის და უბედნიერესი ვიყავი, იმიტომ რომ ეს ჩემი მშობლებისგან დამუკიდებლად მოხდა, იქ გია და თამრიკოს არავინ იცნობდა.

მითამაშია სერიალებშიც, თუმცა თავიდან ბოლომდე არაფერი მაქვს ნანახი, არსად არ მომწონს ჩემი თავი. ახლა რომ გავალ ამ გადაცემიდამ ამასაც არ მოვუსმენ, იმიტომ რომ ჩემი ხმა ძალიან არ მომწონს.

ვინ არიან შემი კრიტკოსები?

მეუღლე, მშობლები, და – კარგი კრიტიკოსები მყავს, რომლებსაც ვენდობი, ზოგჯერ მწყენია კრიტიკა, თუმცა შემდეგ მივხვედრილვარ, რომ სისულელეა წყენა.

როგორია სცენიდან სავარძელში გადაჯდომის მომენტი, გვესაუბრე რეჟისორობაზე?

არ ვეთანხმები მოსაზრობას, რომ რეჟისორი აუცილებლად ტირანი უნდა იყოს, ის თავის სათქმელს უფრო კარგად ალაგებს და გადმოსცემს, ვიდრე მსახიობი, ამიტომაც ხდება შემდეგ ბრძანებები, კარგია, როცა თავად ქმნი რაღაცას და შემოქმედი ხდები.

პანდემიის დაწყებამდე ბოლოს რას აკეთებდი?

თუმანიშვილის თეატრში ვუდი ალენის მოთხრობის მიხედვით ვაკეთებდი სპექტაკლს, სამწუხაროდ გაჩერება მოგვიწია, იმედი მაქვს გავაგრძელებ მალე.

როგორ გაფასებს ხოლმე აწ უკვე კოლეგა, ლევან წულაძე?

მას ჩემი შფასება ჯერჯერობით ერთხელ მოუწია და ეს დადებითი შეფასება იყო. როცა შანსი მომეცემა ხოლმე ყოველთვის ავღნიშნავ, რომ ლევან წულაძის მადლიერი ვარ, მან საოცარი გვერდში დგომა იცის.

სიღერაზე რას იტყვი?

სიმღერა ჩემი არ არის, სადაც ჩემი დაა, მარიამი… სახლში ვიმღერებ, სმენა მაქვს, მეორე ხმასაც ვიტყვი, ბანსაც, მაგრამ სახალხოდ რომ გამოვიდე და ვიმღერო არ შემიძლია.

როგორ მოხვდი ტელევიზიაში?

სულ რაღაც 3 თვეა, რაც ტელევიზიით „ვკაიფობ“. მახსოვს რომ დასრულდა გადაცემა, ყველაფერი მტკიოდა. განსაკუთრებული უნარ-ჩვევები ჭირდება წამყვანობას, რომელიც ჯერჯერობით არ მაქვს. საოცარი მეწყვილე მყავს, თათია არაჩვეულებრივია, თავიდანვე ვუთხარი, რომ მის იმედზე ვიყავი და თავად გააკეთა ყველაფერი, მან მასწავლა ბევრი რამ.

როგორ ფიქრობ, ხომ არ შეიძლება ტელევიზიამ გადაწონოს შენი პროფესია?

ერთადერთი რაშიც ვარ დარწმუნებული ისაა, რომ ადამიანმა ძალიან ბევრი ფუნქცია შეიძლება შეითავსოს. მთავარია საქმეს, რასაც ხელს მოკიდებ, გააკეთო გულით. მე თეატრსაც და ტელევიზიასაც ვუყურებ როგორც სამსახურს, ბოლომდე ვერც ერთი ვერ ჩამითრევს, ერთადერთი რამაც შეძლება ჩამითრიოს ეს არის ოჯახი, შეიმიძლია სულ სახლში ვიყო და იქედან არ გამოვიდე.

როგორც ტელეწამყვანს, ვინ გაკრიტიკებს?

ყველა მაკრიტიკებს, კომენტარებს არ ვკითხულობ ხოლმე, მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ მაკრიტიკებენ, ბევრ ცუდს წერენ, ბევრ კარგსაც. მაკრიტიკებენ შეკრული თმის გამო, ვიღაცას ჩემი სიცილიც აღიზიანებს, სახელზეც საუბრობენ, რატომ კოკო, კოკო ხომ თუთიყუშებს და ძაღლებს ეძახიან.

როგორ გაატარე პანდემიის პერიოდი?

ძალიან რთული პერიოდი იყო, სტუდიაში ვისხედით, სტუმრები არ მოდიოდნენ, ვირტუალურად გვიწევდა ხოლმე სტუმრების მიღება. დილით მივდიოდით ხოლმე ფარებით შეარაღებულები, ქუჩაში არავინ იყო. საღამოს ძაღლს ვასეირნებდი ხოლმე, შემდეგ კი სერიალებს ვუყურებდი.

სად ისვენებ ხოლმე?

ჩემი მეუღლისგან განსხვავებით ზღვა არ მიყვარს, თუმცა მივდივარ ხოლმე მაინც, მე უფრო მთა მიყვარს, წელს ბაკურიანში ვიყავით და ძალიან ბედნიერი ვიყავი თოვლი რომ დავინახე.

რომელ ცნობილ მსახიობს და რეჟისორს შეხვდებოდი და რა მუსიკას უსმენ?

შევხვდებოდი სკორსეზეს, ლარს ფონ ტრიერს. ძალიან ბიყვარს ბითლზი, ვუსმენ ჟაზს, ჯაზი ჩემთვის დაიწყო ეროლ გარნერით და მისით მთავრდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები