LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯულიარდის სკოლაში მეოთხე ტურამდე მივედი“ – გიორგი ჩიქოვანი სტუმრად „ვიზიტორში“

14
vizitorishowjune

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი, გიორგი ჩიქოვანი, რომელიც გადაცემაში მეგობარ, თედო გორგოძესთან ერთად მოვიდა და მსმენელს საოცარი პერფორმანსი შესთავაზა.

როგორ გაიარე თვითიზოლაციის პერიოდი?

შემოქმედებითი კუთხით საკმაოდ პროდუქტიული პერიოდი იყო, რასაც ვერ ვიტყვით ფინანსურ მხარეზე. ადრე სხვა ჟანრში ვმოღვაწეობდი, ბოლო პერიოდში კი კინომუსიკამ გამიტაცა. სიმღერა სხვა სიამოვნებას განიჭებს, შენი, საკუთარი შექმნილი კომპოზიციის მოსმენა კი უფრო სხვა თემაა.

ვმონაწილოებდი ბევრ პროექტში, იყო „ნუცას სკოლა“, „ახალი ხმა“, „ორი ვასრკვლავი“ უკრაინის „იქს ფაქტორი“, უკრაინის რადიოში ჩემი სიმღერებიც ტრიალებდა. სხვათა შორის, მაშინ ჟიურიში ნინო ქათამაძეც იჯდა, იქ ნინო ძალიან უყვართ. ახლა იწყება ახალი პროექტი და ახალგაზრდა თაობას ხმების კუთხით დავეხმარები.

რა ასაკიდან დაიწყე სიმღერა?

პატარაობიდან ვმღეროდი, თუმცა, აქცენტი სპორტზე, ფეხბურთზე მქონდა. როდესაც სიმღერა სერიოზულად დავიწყე,  „ნუცას სკოლაშიც“ შევედი და სხვათა შორის, გავიმარჯვე კიდეც.

ჩემი ნამუშევრები ბევრ კომპეტემტურ ადამიანს მოვასმენინე. „ჯულიარდის“ სკოლაში მეოთხზე ტურამდე მივედი და პარტიტურის დაწერა მომთხოვეს, როდესაც ვუთხარი, არ ვიცოდი, ყველა გაოცებული იყო, ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა, ვინმე მეოთხე ტურამდე მოვიდა და  პარტიტურის წერა არ იცისო.

თუ გიფიქრია ქართველ შემსრულებლებთან დუეტის ჩაწერაზე?

„ნუცას სკოლაში“ მქონდა ნინი შერმადინთან დუეტი. მაშინ ნინი უკვე ცნობადი იყო, მე კი დამწყები ვიყავი.

ზოგადად საქართველოში კონცერტების ნაკლებობაა, ადამიანებსაც აღარაფერი აინტერესებთ, შოუბიზნესი აქ არ არსებობს, რეგიონებში ამ კუთხით უკეთესი მდგომარეობაა. ახალი სიმღერის დაწერას ვაპირებ, დავაგროვე მასალები და ახლა რეალიზაციის დროა.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები