LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ინსპირაცია პირადი ცხოვრება და პირადი ემოციებისა და სირთულეების გადალახვა იყო” – ,,უღმერთო ღმერთი’’ After-ში

10
67

გადაცემა After-ის სტუმარი, დიჯეი ალექსანდრე შენგელია სასცენო სახელით, Godless God (,,უღმერთო ღმერთი’’) იყო.

– საიდან იწყება შენი მუსიკალური კარიერა?

ე.წ. მუსიკალური კარიერა დაიწო ჯემ-ფესტზე, ვიყავი რეივერების შემოკვრაში და მივხვდი, რომ აქეთა ფლანგი ჩემი არ არის და უნდა ვყოფილიყავი იქით, საიდანაც მუსიკას მივაწვდიდი მსმენელს. დავიწყე ჩემი ჟღერადობის ძებნა, უამრავი ჟანრი გამოვიარე. შემდეგ ავიღე პაუზა და ვიფიქრე რა უნდა ყოფილიყო ჩემი საუნდი. მივაღწიე იმას, რომ ამ პროექტით, რითიც მოვედი ეს არის ,,დარქ ემბიენთსა’’ და ,,დარქ ინდუსტრიალური ტექნოს’’ ნაზავი. შიგნით არის ჰიპნოტური, მენტალური ხმებიც.

– გაქვს სხვა პროექტიც…

კი, ,,მინიმალ მესია’’, რომელიც ,,თხელი გულაობებისთვისაა” გათვლილი. კომერციული პროექტია, სადაც ეს მუსიკა იკვრება პატარა ადგილებისთვისაა.

– სად დაგიკრავს?

არტ-კაფე ,,ჰოუმში’’ ჯაზ-ჰაუს პროექტი დავუკარი, ,,დაივ ბარში’’ და ,,დრამა ბარში’’. დიდ სცენაზე ჯერ არ გავსულვარ. არც ახალი პროექტი წარმიდგენია ჯერჯერობით არსად.

– ფროდაქშენზეც ვისაუბროთ…

კონვეიერით არტისტი ყველაფერს ვერ გამოსცემს, რაღაც ისნპირაცია სჭირდება, ემოციების განცდა.

– რა იყო შენი ინსპირაცია?

პირადი ცხოვრება და პირადი ემოციებისა და სირთულეების გადალახვა. ის ჟანრი, რაშიც ახლა ვარ, ასახავს ჩემი ცხოვრების რაღაც მომენტებს.

– სასცენო ვიზუალი…

არსებობენ ალტერნატიული არტისტები, რომლებიც ნიღაბს ატარებენ და ვინაობას არ ამჟღავნებენ. ჩემ შემთხვევაში ეცოდინებათ ვინ ვარ, თუმცა მიზანია სახის ემოცია არ ჩანდეს.

– რომელ კლუბებს სტუმრობ?

,,დრამა ბარში” ვიპოვე ჩემი ადგილი, სადაც მაქსიმალურად თავისუფლად ვარ.

– სად წარმოგიდგენია შენი ამ პროექტით დაკვრა?

ბერლინის ანდერგრაუნდში, სქართველოს მასშტაბით ,,ბასიანზე” და ,,ხიდზე”.

– წარმატებებს გისურვებთ!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები