LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„„იმედიდან“  წამოვედი თუ გამომიშვეს, ეს ჯერ კიდევ საკითხავია“ – თამუნა გომართელი სტუმრად „ვიზიტორში“

12
tamuna-gomarteli-vizitor

გადაცემის ლაივი LIVE

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ჟურნალისტი, ტელე და საკონცერტო წამყვანი თამუნა გომართელი, რომლემაც პანდემიაში გატარებულ პერიოდზე, კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

როგორ გაატარე პანდემიის პერიოდი?

პირველად ჩინელს რომ წამოახველა, მე უკვე აქ განგაში დავიწყე, სრული მობილიზება გამოვაცხადე, საერთოდ, მგონი ჯანმომ კორონავირუსის შესახებ ჩემგან გაიგო. პანდემიის პერიოდში აღმოვაჩინე, რომ ძალიან კანონმორჩილი მოქალაქე ვყოფილვარ, წინათგრძნობაც კარგი მქონია და კრიზისის კონტროლიც შემძლებია.

სხვათა შორის, სახლში მოვიწყვე ჰარმონიული გარემო, მქონდა დრო წამეკითხა, ვიწრო სეგმენტში გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა. ვფიქრიობ, რომ ნებისმიერი ფაქტი, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, არის საშუალება, რომელიც საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ, უნდა გვეყოს საამისოდ ნებისყოფა სურვილი და საშუალება.

როგორი ურთიერთიობა გქონდა ამ პერიოდში მეუღლესთან?

ჩვენ უკვე 15 წელია რაც დაქორწინებულები ვართ და მიყოლებით ამდენი დრო ერთად არ გაგვიტარებია. თავიდან, როდესაც კარანტინი გამოვაცხადე, 2 კვირა მარტო ვიყავი, იმიტომ რომ, ჩემი მეუღლე სხვა ქვეყანაში ჩარჩა, ეს პერიოდი ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ დაბრუნდებოდა ის და  ხომ ჯანმრთელი იქნებოდა. შემდეგ, რომ ჩამოვიდა, შეიძლება ითქვას, რომ დავახლოვდით კიდეც, ისედაც ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ამ პერიოდში უფრო გაგვიღრმავდა ურთიერთობა.

თვითიზოლაციის პერიოდში კულინარიული უნარებიც დავხვეწე, ვისაწავლე ცომთან ურთიერთობა და ახლა ჩემი კულინარიული შესაძლებლობები უსაზღვროა. კარანტინში მეგობრებს ვიდეოზარებით ვეკონტაქტებოდი, ვინც წლები არ მყავდა ნანახი, მათთანაც ბევრი ვისაუბრე. ასევე მინდა ვთქვა, სასარგებლოც ხომ უნდა იყოს ჩვენი საუბარი, სულ ღლიცინი ხომ არ შეიძლება, მთავარი იცით რა არის, საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა, ეს ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ. ზოგადად, ერთი თვისება მაქვს, ეს ჩემი ორგანული ნაწილია, მე პატიება შემიძლია, იმაზე მეტად დიდსულოვანი ვარ ხოლმე,  ვიდრე საჭიროა. მინდა მოგმართოდ, რომ ნუ დაიტოვებთ ბოღმას გულში.

რა გააკეთე პირველი პანდემიის დასრულების შემდეგ?

მივედი ჩემს მშობლებთან და ჩავეხუტე, ეს საოცარი შეგრძნება იყო, პირველი შემთხვევა იყო, რომ მე ისინი 3 თვე არ მყავდა ნანახი. ეს მომენტი არასდრის დამავიწყდება.

წლებია ტელევიზიაში მოღვაწეობდი, ახლა კი სრულიად სხვა სფეროში ხარ, გვესაუბრე ამის შესახებ..

ეს მეც ვერ გამიგია, ვფიქრობ და ვერ ვხდები რატომ, რატომ არ ვარ ტელევიზიაში. ტელევიზიაში ახლა სტუმრის სტატუსით მივდივარ ხოლმე, როცა ჩანაწერს ვუყურებ, ცოტა მრცხვენია, იმიტომ რომ სულ მე ვსაუბრობ. სხვათა შორის, წინა საუკუნის გადაცემა „პრეს პრესი“ ძალიან რეიტინგული გადაცემა იყო, ზოგადად, ადამიანს სურს გულწრფელი საუბრის მოსმენა, საზოგადოებას ფარსი მობეზრდა და ამიტიმ ჰქონდა მას დიდი რეიტინგი.

გვესაუბრე სამომავლო გეგმების შესახებ..

ახლა სწორედ იმ ასაკში შევდივართ, რა ასაკშიც ჟურნალისტები ყველაზე პროდუქტიულები არიან. მე ვაპირებ ჩემს პროფესიაში დაბრუნებას,  მეტსაც გეტყვით, ეს ადრეც უნდა გამეკეთებინა, დრო რომ უკან დაბრუნდეს, ერთადერთ რამეს შევცვლიდი, ჩემი ტელევიზიიდან წამოსვლის შემდეგ ამდენხნიან პაუზას არ გავაკეთებდი, იმიტომ რომ ეს ის საქმეა, რომელიც მე  ბევრისგან განსხვავებით კარგად გამომდის.

დეკემბერში ერთ-ერთი ტელეკომპანიიდან შემოთავაზება მივიღე, ეს პროცესი პანდემიის გამო შეფერხდა, ახლა კი ვაპირებ, რომ ამ წინადადებას დავთანხმდე. მე როდესაც „იმედიდან“  წამოვედი, წამოვედი თუ გამომიშვეს, ეს ჯერ კიდევ საკითხავია, ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა, იმდენად მწვავე სოციალურ თემაზე მქონდა საუბარი, რომ იმ დროის ერთი მაღალჩინოსანი პირდაპირ ეთერშიც კი მომივარდა. ეს ჩემთვის ტრავმა იყო და მსურდა, ფსიქოლოგიური წონასწორობა აღმედგინა და ვიფიქრე, რომ სხვა საქმით დავკავებულიყავი, მაგარმ ეს პერიოდი დიდხანს გამიგრძელდა, სწორედ  ამაშია ჩემი შეცდომა, 6 წელმა მე ჩემს პეროფესიაში უკან დამხია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები