LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Holy Moly – ახალი დუოს დებიუტი After-ზე

7
48382780_2254059451525371_549380523940642816_n

გადაცემა After-ის სტუმრები, ლაშა ყიფშიძე და თინა ჯანელიძე იყვნენ. ,,ფორტუნა პლუსის” ეთერში მათი დუეტის, Holy Moly, რადიოდებიუტი შედგა.

– რატომ Holy Moly?

– Holy Moly ჰქვია ჩვენს საყვარელ ტრეკს, რის გამოც დუეტს ეს სახელი დავარქვით.

– რამდენი ხანია, რაც ეს დუეტი არსებობს?

– რამდენიმე თვეა, სულ რაღაც 3.

– საიდან წამოვიდა დუეტის შექმნის იდეა?

ლაშა: ერთმანეთი აღმოვაჩინეთ. ადრე ქიბორდზე ვუკრავდი, ბენდთან ერთად ვმუშაობდი.

თინა: ლაშა, მეგობრებმა გამაცნეს. მე დიდი ხანია, რაც ვმღერი. სხვა მიმართულებიდან დავიწყე. ბოლო წლებია, აქტიურად დავინტერესდი ელექტრონული მუსიკით. ეს პირველი ელექტრონული პროექტია, აქამდე ლაივ ბენდებთან ერთად ვმღეროდი.

– რა საუნდში ხართ?

ლაშა: ტექ ჰაუსის სტილისკენ მივდივართ, ჯერ ჩამოყალიბების პროცესში ვართ.

– გართობით სად ერთობით?

– კარგ ადგილებში. (იღიმის) კარგი მუსიკა, სადაც იკვრება. ბოლოს, ,,ტივზე” ვიყავით და ძალიან დაგვამახსოვრდა.

– სად შეიძლება თქვენი მოსმენა?

– ელ-ცენტროში, რეზიდენტები ვართ, ყოველ ხუთშაბათს და კვირას.

წარმატებებს გისურვებთ!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები