LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დღეს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათთან ურთიერთობა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა” – DJ Tomwildculture ,,მზესუმზირასა” და სამომავლო გეგმებზე

8
32936094_1933774243308328_4101862641499111424_n

გადაცემის After სტუმარი, ლევი ბერიშვილი, იგივე DJ Tomwildculture იყო.

– შენი და ,,მზესუმზირას’’ ურთიერთობის შესახებ მოგვიყევი…

ვცხოვრობდი რაჭაში. ორი წელია, რაც თბილისში გადმოვედი. ერთი წლის წინ, დამიკავშირდა ,,მზესუმზირას’’ ,,ქომუნითი” და შემომთავაზა მათი წევრობა. თავდაპირველად, რეზიდენტობა არ შემოუთავაზებიათ. იმდენად კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რომ საბოლოოდ ამ შედეგამდე მივედი. ვფიქრობდი, არ ავჩქარებულიყავი, რადგან შეიძლებოდა უკეთესი შემოთავაზებებიც ყოფილიყო, მაგრამ მაინც დავთანხმდი, რადგან ამ ჯგუფში მოხვედრა საკმაოდ სერიოზული განაცხადია, როგორც ,,ნიუქამერისთვის”, ასევე უკვე მაღალ დონეზე მყოფი არტისტისთვის. დღეს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათთან ურთიერთობა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა.

– იმ ლეიბლებზე გვესაუბრე, რომელთანაც კონტრაქტი გაქვს…

სხვა ლეიბლებზე არ გავდივარ. არ ვღალატობ ,,მზესუმზირას’’ და მაქვს საკუთარი ლეიბლი დაარსებული, რომელსაც Dream Machine Records ჰქვია.

– საკუთარ ლეიბლზე სხვა არტისტების ტრეკებსაც უშვებთ?

Dream Machine-ის კომპილაცია, რომელშიც 18 ქართველი მუსიკოსის ტრეკია შესული, საკმაოდ ცნობილი და პოპულარულია. ნიუქამერებისა და ახალგაზრდა არტისტების 15 ტრეკიანი კომპილაცია კასეტაზე გამოვიდა. ეგეთი პლატფორმაა, თუ ვერ ბეჭდავ ვინილს, მაშინ უშვებ კასეტაზე.

– სამომავლო გეგმები…

დავწერე ტრეკი, რომელიც გამოვა დეკემბერში და ,,მზესუმზირას’’ დაბადების დღის კომპილაციაში შევა.

– მზესუმზირასგან შეზღუდვა არ გაქვს, სადაც გინდა იქ უკრავ?

არა, პირიქით, ,,მზესუმზირასგან’’ მაქვს ბუქინგები და ,,მზესუმზირა’’ არის მთავარი სავიზიტო ბარათი ბუქერებთან.

წარმატებებს გისურვებთ!

გადაცემის აუდიოჩანაწერი:

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები