LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიცრუის დეტექტორის” სკამზე პუტინს დავსვამდი და ვიქნებოდი ძალიან მკაცრი, დაუნდობელი” – გიორგი გასვიანი

12
67

„ფორტუნა პლუსის” გადაცემას „ვიზიტორი” ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, გადაცემა „სიცრუის დეტექტორის’‘ პროდიუსერი, მაკა რაზმაძე და წამყვანი გიორგი გასვიანი ესტუმრნენ. სტუმრებმა გიგა ბატკუაშვილის საავტორო გადაცემაში „სიცრუის დეტექტორის’‘ საინტერესო დეტალებზე ისაუბრეს.

–  მაკა, პოლიტიკური შოუდან აბსოლუტურად განსხვავებული გადაცემის პროდიუსერი გახდი, სადაც პოლიტიკოსებსაც იწვევთ…

ის რესპონდენტები, რომლებიც ოდესმე ჩვენთან ყოფილან, გვენდობიან. ბევრს უთქვამს, სადაც წახვალთ, ყველგან მოგყვებით, იმიტომ რომ გენდობითო. ხშირია, როცა ისინი ყვებიან სანუკვარ რაღაცებს, რასაც შესაძლოა, ხშირად პირველად ამბობენ, მაგრამ მიდიან ხოლმე წაგებულები. ორი შემთხვევის გარდა, არასდროს გვქონია გაუგებრობა, ისიც კერძო და პირადი იყო და ჩავთვალეთ, რომ ეს ადამიანი ვერც იყო ნორმალურ ჭკუაზე. ვინც არ არის საინტერესო, იმას მეტი პრეტენზია აქვს. არც ერთხელ არც ერთ სტუმართან არ გვქონია არანაირი პირობა, რომ შეიძლება მოიგოს. ყველას ვეუბნები, რომ არანაირ გარანტიას არ გაძლევთ. ადამიანები შეიძლება დააინტერესო ფულით, მოიყვანო, გააცუცურაკო, მერე წავიდეს ნაწყენი. პირდაპირ ვეუბნები, ეს არის შენს ხელში, როგორც ითამაშებ, შეიძლება ძალიან ბევრი სიმართლე თქვა, მაგრამ ძალიან ელემენტარულ რაღაცაში უცებ შეგეშალოს და ჩაიჭრა. გენერალური პროდიუსერი არის ნოე სულაბერიძე, მე – აღმასრულებელი. ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი გუნდი. ისინი აკეთებენ კონკრეტული ადამიანის შესახებ ,,სერჩებს”. სცენარისტი ადგენს კითხვებს და შემდეგ ვამუშავებთ. ის თემები, რომლებიც სტუმარს კატეგორიულად არ უნდა, ჩვენ სიურპრიზს მას არ ვუწყობთ. გადაცემის ”ფიშკა” ზუსტად ის არის, რომ სტუმარმა თემები იცის, მაგრამ კითხვა ისე არის დასმული, რომ მან უნდა უთხრას ”კი” ისეთ რამეზე, რასაც არავითარ შემთხვევაში არ იტყოდა, არადა პასუხი არის ”კი”. შემდეგ მას აქვს საშუალება განმარტოს ყველაფერი, შესაძლოა განმარტება იყოს სრულიად სხვანაირი ვიდრე იყო კითხვა და ამ კითხვაზე პასუხი. მე რომ შემეძლოს ვინმეს მოვაგებინო, ზუსტად იმას მოვაგებინებდი. სხვათაშორის, მე და გიორგი გასვიანი გადაცემის დაწყებამდე აგვიყვანეს უსაფრთხოების სამსახურში და ხელი მოგვაწერინეს, რომ არასდროს არ გვეცოდინება პასუხები.

 – ყველაზე სკანდალური და საინტერესო რესპონდენტი ვინ იყო?

ბევრი იყო ასეთი. ჩვენ იმიტომ ვიწვევთ ადამიანებს, რომ გადაცემა იყოს სკანდალური, საინტერესო, სკანდალურზე მეტად ეპატაჟური. თითოეულ მათგანს თავისი ინდივიდუალური, იმდენად საინტერესო ისტორია აქვს, რომ შეიძლება რომელიმესგან არ ელოდები იმას, რასაც ის აშიშვლებს შენ თვალწინ.

შენ თუ დაჯდებოდი წითელ სკამზე?

დიდი სურვილი არ მაქვს.

გიორგი, ყველაზე მეტად ვინ გინდა რომ „სიცრუის დეტექტორის”  სკამზე აღმოჩნდეს?

– პუტინს დავსვამდი და ვიქნებოდი ძალიან მკაცრი, დაუნდობელი. ყველაფერს ვკითხავდი, რაც თავში მომივიდოდა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები