LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – სკანდალური ფილმის მსახიობები სტუმრად „ფორტუნა პლუსზე“

25
dachvenvicekvet-vizitor

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორმა“ გიგა ბატკუაშვილთან ერთად ახალი ქართული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მსახიობებს, ბაჩი ვალიშვილსა და ლევან გელბახიანს უმასპინძლეს, სატელეფონო ჩართვით კი – ფილმის პროდიუსერს, ქეთი დანელიას.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ლევან აკინის ფილმია, რომელიც გეითემას ეხება და კანის კინოფესტივალზე სპეციალური პროგრამის ფარგლებში წარადგინეს. ის უკვე 25-ზე მეტმა ქვეყანამ შეიძინა, საქართველოში კი მისი პრემიერა შედგება შემოდგომაზე. მანამდე ფილმის მესვეურები მის შინაარსზე არ საუბრობენ, რადგან სურთ, მაყურებელმა თავად შეაფასოს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ და ის თამამი სცენები, რომლებიც ფილმშია.

მსახიობები მიიჩნევენ, რომ ფილმი არის თავისუფლებასა და პიროვნულ განვითარებაზე.

ბევრჯერ მიკითხავს მსახიობისთვის, რა როლს ვერ შეასრულებდა და უპასუხიათ, გეის როლსო…

ბაჩი:

როცა მსახიობი ხარ, შენი ნიშა უნდა იპოვო. უნდა ეცადო, როცა როლი საინტერესოა და შეგიძლია, რაღაც თქვა, ღირებული, მნიშვნელობა არ აქვს, ვის ასახიერებ. ვის როლს ვერ ვითამაშებდი, მეუცნაურება ეს შეკითხვა… მესმის, რომ ვიღაც ვერ შეასრულებს გეის როლს, მაგრამ თავად მივიჩნევ, რომ ყველა როლის შესრულება ემსახურება უფრო დიდ მიზანს, რომელიც როგორც ხელოვანს, გამოძრავებს. აბსურდულია იმის თქმა, რომ რამე როლს არ შევასრულებდი.

ლევან, როგორც ვიცი, შენ მსახიობი არ ხარ…

მსახიობი არ ვარ, მოცეკვავე ვარ. რაც შეეხება ფილმს, თავიდან, როცა შემომთავაზეს, არ ვიცოდი, დავთანხმებოდი თუ არა. რთულია ასეთი გადაწყვეტილების ადვილად მიღება. ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ამ როლს დავთანმხებოდი. ამაზე უარის თქმა დიდი დანაშაული იქნებოდა საზოგადოების წინაშე. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ჰომოფობია ყველამ უნდა მოიშოროს.

ქეთი დანელია, პროდიუსერი:

ყველა ფესტივალზე ვართ წარმოდგენილნი, რაც ახლა მოდის. ძალიან მაგარია, რომ ქართულ ძალიან ლამაზ ფილმს ნახავს მთელი მსოფლიო და გეცნობა ჩვენი ქვეყნის საინტერესო მხარეს. ჩემთვის, როგორც პროდიუსერისთვის ეს დიდი მიღწევაა.

როდის იხილავს ქართველი მაყურებელი ფილმს საქართველოში?

შემოდგომისჯენ, ზუსტ თარიღს ჯერ არ ვიტყვი. ვინც ფილმი ნახა, ყველას ძალიან მოეწონა. იმედი მაქვს, ქართველი მაყურებლისთვისაც საინტერესო აღმოჩნდება.  იცით, როგორი ფილმია? ახალგაზრდა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ისეთს, როგორსაც ჩვენ ვუყურებთ. არის იმის ალბათობა, რომ ბევრს არ მოეწონოს. მთავარია, ნახონ და შეაფასონ. მე თუ მკითხავ, აუცილებლად სანახავი ფილმია და არა იმიტომ, რომ მასზე ჩვენ ვმუშაობდით. ვფიქრობ, დღევანდელობისთვის საჭირო ფილმია. აუცილებელია, რარაცები გადავაფასოთ ან არ გადავაფასოთ  და იმავე აზრზე დავრჩეთ. კანის კინოფესტივალზე ბევრი ფილმი აჩვენეს, მაგრამ ათეულში ბევრი ვერ მოხვდა, ჩვენ კი მოვხვდით.

ეს არის ჩვენი რეალობისთვის თამამი ფილმია. ადრე თუ გვიან თუ არ დავიწყეთ ამ თემაზე საუბარი, ყოველთვის ვიქნებით გაჭედილები. მე მიმაჩნია, რომ ეს ფილმი ორი ადამიანის სიყვარულზეა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები