LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მე არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი” – აჩიკო მეფარიძე

17
DSC0997-1024x683

გადაცემა ,,ვიზიტორს” აჩიკო მეფარიძე სტუმრობდა. გიგა ბატკუაშვილთან საუბარში მომღერალმა ბავშვობა, პირველი ჰიტი და ის მძიმე პერიოდი გაიხსენა, როცა დაქორწინებული იყო.

– ბავშვობა…

წლინახევრის ასაკში ვიმღერე ,,ეს საწყალი კურდღელი’’, მაშინ მომაქციეს ყურადღება და მიხვდნენ, რომ სმენა მქონდა. ეს იყო საწყისი. ფორტეპიანოს კლასი დავამთავრე და თვითონ ვაწყობდი სიმღერებს არეტა ფრანკლინის, ლუი არმსტრონგის, სტივი უანდერის შემოქმედებიდან, ჩვენი მომღერლებიდან მომწონდა ნანი ბრეგვაძე, გიული ჩოხელი, ,,რერო’’, ,,ვია 75’’, ბესო კალანდაძე, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი. შემდეგ, როცა სამედიცინოზე ჩავაბარე რუსეთში, სააქტო დარბაზში ღია იყო კარი და დავინახე პიანინო და დავიწყე მონატრებულმა დაკვრა. მიძღვნით საღამოზე სიმღერა შემომთავაზეს, ინსტიტუტის მუსიკალური ხელმძღვანელი დამადგა თავზე მაგ მომენტში და სრულიად შემთვევით ჩამსვეს კონცერტში. ოთხჯერ გამომიყვანეს ბისზე, მსგავსი შემთხევა მას შემდეგ არ მქონია. სტივი უანდერის Isn’t She Lovely შევასრულე. პრივილეგირებული სტუდენტი გავხდი. დაახლოებით 10 წლის წინ მივიღე წერილი, სადაც ეწერა, რომ ინსტიტუტის შემოქმედების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მომიძღვნეს სტატია.

– სამედიცინოზე რატომ ჩააბარე?

ძალიან მინდოდა ქირურგობა. ვიყავი კარგი ქირურგი, 11 წელი ვიმუშავე ქირურგად და ვამაყობ იმით, რომ ცხოვრებაში მივაღწიე იმას, რაც მინდოდა და ამის შემდეგ, გავაკეთე ის, რაც შემდგომ მინდოდა და გავხდი მომღერალი. 4 ადამიანი მყავს გადარჩენილი სიკვდილს, ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია. შემდეგ იყო ჯანდაცვის სამინისტრო, აპარატის ხელმძღვანელი ვიყავი, ავაწყვე ჯანდაცვის სისტემა. ამის შემდეგ მივხვდი, რომ მჭირდებოდა ბიზნესი,  გავხსენი წამლების რამდენიმე საბითუმო ფირმა. როცა ფეხი მოვიკიდე, მივაკითხე რუსა მორჩილაძეს, რომელსაც იქამდე არ ვიცნობდი. ორ დღეში დამიწერა სიმღერა ,,მითხარი’’. ტექსტი შონზომ დამიწერა. იმ პერიოდისთვის თამამი ტექსტი იყო.

– პირადი ცხოვრება…

მე მქონდა ამასთან დაკავშირებით ინტერვიუები, იყო გამოქვეყნებული ჩემი მეუღლის ფოტოც. ალბათ ყურადღება არ მიგიქცევიათ. მე 2008 წელს გადავედი საცხოვრებლად მოსკოვში, 2010-ში დავქორწინდი უკრაინელ გოგონაზე. ვერ ვიტყვი, რომ მსუბუქი 2 წელი იყო. მე არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი. არ მივეკუთვნები ამ კატეგორიას. ჩემი მეუღლე იყო ფეხმძიმედ და მას მოეშალა მეოთხე თვეში მუცელი. ძალიან მტკივნეულად განვიცადეთ და ამ ყველაფერმა ჩვენი ურთიერთობის ხანგრძლივობა შეცვალა.

– როგორი ხარ შეყვარებული?

მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ გრძნობას. ჩვენს სამყაროში ყველაზე დიდი გრძნობაა და ერთადერთი, რომელიც დღესაც კი აცოცხლებს დედამიწას. მხოლოდ ეს გრძნობა გადაარჩენს ყველას და ყველაფერს. მე ცოტა ეჭვიანი ვარ, მაგრამ თავშეკავების უნარი მაქვს.

შემოსავლის წყარო დღეს…

ჩემი ბიზნესი მაქვს, რომელიც  სიმღერასთან ერთად მინახავს. ეს არ არის პატარა თანხები, ჩემი კონცერტი არ ღირს იაფი. ამასთან, მე მიწევს სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნა, ჩარიცხვები, საავტორო უფლებების საზოგადოებიდან.

გამოირჩევი ჩაცმულობით…

მე მყავს ბევრი დიზაინერი მეგობარი, რომლებიც მირჩევენ სტილს. მიმართულება მაქვს არჩეული, კონცეპტუალური სტილი, რომელშიც კომფორტულად ვგრძნობ თავს.

სამომავლო გეგმები…

სულ მალე ჩავწერ ახალ სიმღერას, დიდი ხნის პაუზის შემდეგ. ასევე ვგეგმავ ახალი კლიპის გადაღებას და პრეზენტაციას. სერიზოულ პროექტს ვაკეთებ ორ ძალიან კარგ მომღერალთან. დიდი გასტროლები ელის მსმენელს.

წარმატებებს გისურვებთ!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები