გადაცემა After მუსიკალურ ფესტივალს Echowaves-ს მიეძღვნა, რომელიც 23-დან 26 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში მიეძღვნა. გადაცემას ღონისძიების მარკეტინგის გუნდის წევრი, ალექსანდრე გაბრიჩიძე და EYE Stage-ის დამფუძნებელი, ნიკა ქობულაშვილი ესტუმრნენ, რომლებმაც ფესტივალის შესახებ ვრცლად ისაუბრეს.
– როგორ დაფუძნდა ეს პროექტი და ვისი გადაწყვეტილებით შეირჩნენ მონაწილე დიჯეები?
ნიკა: ლაინ აპს ერთ-ერთი დამფუძნებელი, საშა ჯორჯიევიჩი ადგენს, ისევე, როგორც პრომოუტინგს.
– რატომ გადაწყდა 4 დღე?
– წინა წლის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ 4 დღეზე მეტი არ ამართლებს, საუბარია Gem Fest-ზე. თუმცა, ეს სრულიად ახალი პროექტია, იქნება 5 სცენა, მათ შორის 2 ღამის და ერთი Khidi-ს, რომელიც ჩაერთო ამ პროექტში და ეს ძალიან კარგია. კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე იგეგმება.
– რომელ დღეს უკრავენ ცნობილი სტუმრები?
– საკმაოდ კარგად არის გადანაწილებული ლაინაპი, ისე, რომ ყველა ჟანრის მოყვარული ყოველ დღე სიამოვნებას მიიღებს.
– კიდევ ბევრი აქტივობაა დაგეგმილი, როგორც ანონსიდან ხდება ცნობილი…
– კი, სპორტული აქტივობები, მეტი განტვირთვისა და დასვენებისთვის. შეიქმნება ხელოვნების სივრცეები, სადაც შემოქმედი ადამიანები სხვადასხვა საქმიანობით დაკავდება. მთავარი დატვირთვა მაინც მუსიკალური მხარე იქნება.
– როგორ მოხდება ღონისძიებაზე დასწრება და ფასებზეც ვისაუბროთ…
ალექსანდრე: ბილეთების შეძენა უკვე დაწყებულია. 4 დღიანი აბონემენტი 120 ლარი ღირს, თუმცა, ეტაპობრივად ის გაძვირდება. იქნება 1 დღიანი ბილეთებიც და სრული პაკეტიც, რომელთა შეძენა შეგიძლიათ საიტზე echowaves.ge და ასევე ჩვენი „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდიდან სპეციალური ბმულის საშუალებით.
– რა რაოდენობის ხალხს ელოდებით ფესტივალზე დაახლოებით?
– ერთი დღის განმავლობაში საშუალოდ 10 000 ადამიანს ველოდებით. ამის იმედს გაყიდული ბილეთების რაოდენობაც გვაძლევს.
– მედიატური თუ გაქვთ დაგეგმილი?
ნიკა: კი, გვქონდა სკოპიესა და ბელგრადში, რომელმაც საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. გვინდა აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ვესტუმროთ, რადგან დიდია მოთხოვნა.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
ალექსანდრე: პერსპექტივაში გვაქვს, ეს მხოლოდ ფესტივალსა და მის წარმატებაზე არ არის დამოკიდებული. ღონისძიების დასრულებისთანავე ვიწყებთ მზადებას მომავალი წლისთვის.
– წარმატებებს გისურვებთ.
გადაცემის აუდიოჩანაწერი