LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჯონი დეპმა ჯონ ლენონის ჰიტი შეასრულა

245
2020041618031192534

სულ ცოტა ხნის წინ, მსახიობი ჯონი დეპი „ინსტაგრამზე“ დარეგისტრირდა და 15 წუთში 176,000 გამომწერი მოაგროვა. „სალამი ყველას, მომეცით ერთი წუთი, თქვენთვის აქ ვიღაც ვიდეოს იღებს“, – ამ სიტყვებით შეაბიჯა დეპმა ვირტუალურ სამყაროში და საზოგადოების აღფრთოვანებაც დაიმსახურა.

ახლა „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ვარსკვლავს 1 მილიონი გამომწერი ჰყავს და ისიც  სოციალურ ქსელში ატიურობას განაგრძობს. მსახიობმა გარემოს დამცველი ორგანიზაციის, Pathway to Paris ონლაინ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და ჯონ ლენონის კომპოზიცია, Working Class Hero შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპოზიცია ლენონმა მუშათა კლასის მხარდასაჭერად შექმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები