LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ამაზონმა“ სახლის კამერა შექმნა, რომელიც ოთახებში იფრენს

82
page

სახლის სათვალთვალო მოწყობილობები უკვე კარგა ხანია შეიქმნა, თუმცა, ყველა მათგანს საერთო პრობლემა აქვს, მისი არეალი  სახლის ყველა კუთხეს ვერ ფარავს. ამიტომ, „ამაზონის“ მფლობელობაში არსებულმა კომპანია Ring-მა ახალი სახლის კამერა გამოუშვა, რომელსაც დრონის მოდიფიკაცია აქვს. ის სახლში იფრენს და თქვენი სახლის თითოეული სივრცის სხვადასხვა რაკურსს შემოგთავაზებთ.

ის სპეციალური სენსორების საშუალოებით დაფრინავს და რაც მთავარია მას „პილოტის“ გარეშე შეუძლია  გადაადგილება. აღსანიშნავია, რომ კამერა წინასწარ გაწერილი მარშრუტის მიხედვით დაფრინავს. ტექნოლოგია ისეა გათვლილი, რომ მოწყობილობის კედელთან, ავეჯთან ან რაიმე ნივთთან შეჯახება შეუძლებელია.

მფრინავი კამერა 2021 წელს ჩაეშვება გაყიდვაში, მისი ფასი 250 დოლარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები