LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 86 წლის სოფი ლორენი „ნეტფლიქსის“ ფილმის ტრეილერში გამოჩნდა

308
page

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეგენდარული მსახიობი, სოფი ლორენი 11 წლიანი პაუზის შემდეგ კინოს უბრუნდება. საუბარია „ნეტფლიქსის“ ახალ პროექტზე, „ცხოვრება წინაა“, რომელის ავტორიც, სოფი ლორენის ვაჟი, ედოარდო პონტია.

ფილმი  რომენ გარის, იგივე ემილ აჟარის რომანის მიხედვითაა გადაღებული, მისი პირველი ეკრანიზაცია 1975 წელს გამოვიდა. ლორენი მადამ როუზის როლს ასრულებს, რომელიც უპატრონო ბავშვებისთვის თავშესაფარს ხსნის. სიუჟეტი როუზისა და 12 წლის სენეგალელი ბიჭის, მომოს ირგვლივ ვითარდება.

ალახანს, ფილმის პირველი ტრეილერი გავრცელდა, მისი პრემიერა 13 ნოემბერს იგეგმება.

„მიუხედავად ასაკისა, ყოველთვის არის რაღაც ახალი,  რაც შეგიძლია თქვა და გააკეთო, რაც შეება ჩემს შემოქედებით პაუზას, ეს შეგნებულად არ გამიკეთებია, უბრალოდ, ამ პერიოდის განმავლობაში ჩემთვის საინტერესო ვერაფერი ვნახე“, – განაცხადა სოფი 86 წლის ლორენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები