LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით პელემ სიმღერა ჩაწერა

108
201020-rodrigo-gabriela-y-pele

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, პელეს 23 ოქტომბერს 80 წელი შეუსრულდება. იუბილესთნა დაკავშირებით  ვარსკვლავმა სიმღერა Acredita No Véio (Listen To The Old Man) და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. მას პარტნიორობას „გრემის“ მფლობელი მექსიკური დუეტი, Rodrigo y Gabriela უწევს.  რაც შეეხება ვიდეოს, კლიპში ფეხბურთელის მიერ სხვადასხვა დროს ნათამაშები მატჩებისას გადაღებული ისტორიული კადრებია გამოყენებული.

„ცხოვრების განმავლობაში არაერთი წიგნი დავწერე, უამრავი გოლი გავიტანე, შვილების მამა გავხდი და ბევრი ხე დავრგე, ახლა მუსიკის დროა“, – განაცხადა პელემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები