LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვცდილობდი, სახსრები გამევარჯიშებინა, თუმცა ორი მეტრიც ვერ გავიარე“ – ტომ ჰენკსი კორონავირუსის სიმპტომებს აღწერს

474
safe-image (2)

როგორც უკვე ცნობილია, ტომ ჰენკსმა და მისმა მეუღლემ, რიტა უილსონმა კორონავირუსი გადაიტანეს. ახლა ორივე თავს კარგად გრძნობს. სულ ცოტა ხნის წინ, ოსკაროსანმა მსახიობმა covid-19 ის სიმპტომები გაიხსენა და საზოგადოებას გაუმხილა, თუ როგორ გრძნობდნენ ის და რიტა თავს.

„ჩემთან შედარებით, რიტამ უფრო რთული პერიოდი გაიარა, მას მთლიანი სხეული სტკიოდა, ჰქონდა ძალიან მაღალი ტემპერატურა და გემოს შეგრძნება სრულიად დაქვეითებული. მე ვცდილობდი, სახსრები გამევარჯიშებინა, თუმცა ორი მეტრიც ვერ გავიარე. ის მომენტიც ცხადად მახსოვს, როდესაც მედდამ იზოლირებულ პალატაში გაგვიყვანა, რიტამ შემომხედა და მითხრა, ტომ, შენ covid-19 გაქვს“, – იხსენებს მსახიობი

შეგახსენებთმ გასულ კვირას,  კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ტომ ჰენკსი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. კომედიური შოუს Saturday Night Live-ის დისტანციური გადაცემა საოცრად საინტერესო გამოვიდა.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ტომ ჰენკსი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა

მე, მუდმივად სპორტულ შარვალში გამოწყობილს კოსტიუმი 11 მარტის შემდეგ პირველად მაცვია. ჩემი ცოლი დამეხმარა ჩაცმაში, რადგან დამავიწყდა, როგორ უნდა გამეკეთებინა ეს ყველაფერი"- იხუმრა ვარსკვლავმა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები