ედ შირანმა ბრუნო მარსს მორიგი პოსტი მიუძღვნა. ფოტოზე, რომელიც 28 წლის მომღერალმა ,,ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა, ის კვლავ ,,ვერსაჩეს” ლუქით პოზირებს.

,,ვცდილობ ბრუნო მარსი ვიყო” – ასე აღწერს პოსტს ინგლისელი შემსრულებელი, რომელსაც ამერიკელი კოლეგა კომენტარით გამოეხმაურა.

,,ვფიქრობ, ერთხელაც შენ ამას შეძლებ, თუმცა ვშიშობ, დღეს ეს დღე არ არის. წარმატებებს გისურვებ. პატივისცემით, სექს დრაკონი” – იხუმრა მარსმა.

 

View this post on Instagram

 

Trying to be @brunomars #versaceonthefloor #whoworeitbetter #meobviouslylol #believe #achieve

A post shared by Ed Sheeran (@teddysphotos) on

შეგახსენებთ, რომ ბიჭებმა კრის სტეპლტონთან ერთად, პირველი ერთობლივი სიმღერა – Blow ჩაწერეს.  კოლაბორაცია შირანის მეოთხე სტუდიურ ალბომში – No. 6 Collaborations Project შედის, რომელიც დღის სინათლეს 12 ივლისს იხილავს.

ქარდი ბი, კამილა კაბეიო, ემინემი – ედ შირანმა ახალი კოლაბორაციები დააანონსა (ფოტო)

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები