LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავები, რომლებიც იახტების ყიდვის ნაცვლად, ათასობით ბავშვს ეხმარებიან (ფოტო)

21965
page

ძვირფასი იახტები, აპარტამანტები, პირადი თვითმფინავი და ტანსაცმელში გადახდილი მილიონები – ასეთია ვარსკვლავური, გლამურული ცხოვრება, თუმცა დგება მომენტი, როდესაც ცხადი ხდება, მხოლოდ მილიონებს არ მოაქვს ბედნიერება.

„ფორტუნა პლუსი“ ტოპ-10 ფილანთროპ ვარსკვლავს წარმოგიდგენთ

კიანუ რივზი

მსახიობი ძალიან უბრალო ცხოვრებით ცხოვრობს. როდესაც გამდიდრდა, უარი განაცხადა ფუფუნებაზე, მას საკუთარი მანქანაც კი არ ჰყავს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება. ვარსკვლავმა კიბოს ფონდი ჩამოაყალიბა, აფინანსებს ონკოლოგიურ პროექტებს და ცხოველთა უფლებებისთვისაც იბრძვის.

ლეონარდო დი კაპრიო

მსახიობი მალევე მიხვდა, რომ ფული ადამიანს არ აბედნიერებს, 1998 წელს ჩამოაყალიბა საქველოქმედო ფონდი, რომელიც 30 სხვადასხვა ორგანიზაციას ეხმარება, მათ შორის უმეტესობა სკოლები და ბავშვთა თავშესაფრებია, ვარსკვლავმა ამისთვის 15 მილიონი დოლარი გაიღო.

კეიტ მიდლტონი

ჰერცოგინია ბევრჯერ ყოფილა კრიტიკის მსხვერპლი, ტაბლოიდები მას არასათანადო ქცევასა და ჩაცმულობაში ადანაშაულებენ, თუმცა ქეითი მათ ყურადღებას არ აქცევს, Zara-სა და H&M-ის ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას და არა ცნობილი დიზაინერების მიერ შემოთავაზებულ ტანისამოსს. თავის მეუღლესთან, პრინც ჩარლზთან ერთად სხვადასხვა საქველმოქმედო კამპანიაში მონაწილეობს და დიდი რაოდენობით თანხებსაც გასცემს სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის.

ქრისტინა აგილერა

მსოფლიოში თავისი ვოკალით ცნობილი მუსიკოსი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო და აქტივისტურ საქმიანობაში. ქრისტინა აგილერა  აქტიურად ებრძვის შიმშილობის პრობლემას მთელ მსოფლიოში. იგი უკვე ეწვია ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: ჰაიტი, ეკვადორი და გვატემალა.

სარა ჯესიკა პარკერი

მსახიობი ძალიან უფრთხილდება ფულს და ცდილობს, რომ შვილებსაც ასწავლოს ფულის ყადრი. სარა საკუთარი ხელით შეკერილი სამოსით დადის და მხოლოდ ფეხსაცმელს ყიდულობს. ასევე უყვარს მეორადი სამოსის ყიდვა. მან „ქერი ბრედშოუს“ ფეხსაცმელი აუქციონზე გაყიდა და ფული მუსიკისა და ხელოვნების სკოლას გადაურიცხა.

ჯენიფერ გარნერი

ჯენიფერს ზოგჯერ უჭირს ბალანსის დაცვა ჰოლივუდის ვარსკვლავსა და დიასახლისს შორის. ის ხშირად დადის მაღაზიაში საჭმლის საყიდლად. მსახიობი ჩართულია ასევე ბავშვთა განათლებისა და უფლებების დაცვის ფონდის საქმიანობაში.

რასელ ქროუ

ოსკაროსან მსახიობს შეეძლო ფუფუნებაში ეცხოვრა, თუმცა ამის ნაცვლად გადაწყვიტა, საცხოვრებლად ავსტრალიაში გადასულიყო, იყიდა რანჩო, ძველი ჯიპი და ამით ძალიან ბედნიერია. რასელი რეგულარულად ურიცხავს თანხებს სხვადასხვა ორგანიზაციას მათ შორის, მონრეალის ებრაულ სკოლას, რომელიც 2004 წელს ტერორისტების თავდასხმის ობიექტი იყო.

 

ელტონ ჯონი

ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი, სერ ელტონი ჯონი მრავალი წელია ებრძვის შიდსს მთელ მსოფლიოში, შიდსთან საბრძოლველად მან 1992 წელს დააარსა ფონდი “Elton John AIDS Foundation (EJAF),” ფონდის მიზანია შიდსის პრევენცია მთელ მსოფლიოში.
ფონდმა წლების განმავლობაში მოახერხა 125 მილიონის შეგროვება, რაც ახალ გამოკვლევებში, სამედიცინო მომსახურებებში და სხვა პროგრამებში იხარჯება. ელტონ ჯონმა 43 მილიონ დოლარამდე შესწირა ორგანიზაციას, რამაც საბოლოოდ ის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფილანტროპ შემსრულებლად აქცია.

ანჯელინა ჯოლი

2001 წელს, ლარა კროფტის გადაღებებისას მსახიობმა კამბოჯაში დიდი დრო გაატარა, სწორედ იმ პერიოდში დაიწყო აქტიური საქველმოქმედი საქმიანობა. შექმნა რამდენიმე საქველმოქმედო ფონდი, რომლებიც ბავშვებს ეხმარება. 2013 წელს მსახიობი “ჰუმანიტარული ოსკარის” მფლობელიც გახდა.

მაიკლ ჯექსონი

რეკორდსმენი მაინც მაიკლ ჯეკსონია – ის ერთდროულად აფინანსებდა ბავშვთა 39 ორგანიზაციას და ამის გამო გინესის რეკორდების წიგნშიც იყო შეყვანილი. მხოლოდ ბოსნიის ომის მსხვერპლ ბავშვებს პოპის მეფემ  300 მილიონი დოლარი გადასცა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები