LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უიტნი ჰიუსტონის ჰოლოგრამული მსოფლიო ტურნე 2020 წელს აიღებს სტარტს (ფოტო/ვიდეო)

257
witney-houston-news12

„გინესის მსოფლიო რეკორდების“ მიერ დასახელებულ ,,,ყველაზე მეტი ჯილდოს მქონე ამერიკელ მომღერალს”, მსახიობს, პროდიუსერს და მოდელს, უიტნი ჰიუსტონს მალე სცენაზე კვლავ ვიხილავთ.

ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ პოპ ვარსკვლავის მაგია, ქარიზმა და ემოცია შენარჩუნებული იქნება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტური ჯერ კიდევ  2016 წელს იყო ჩანიშნული, თუმცა გარდაცვლილი მუსიკოსის გარემოცვა, უიტნის ჰოლოგრამულ მსოფლიო ტურნეს გამართვაზე  უარს აცხადებდა.

ახლა კი თარიღები უკვე ცნობილია, მსოფლიო ტურნე 2020 წელს მექსიკაში აიღებს სტარტს, შემოდგომაზე კი უკვე ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გადაინაცვლებს.

“უიტნი ჰიუსტონი არაორდინალური ნიჭის მქონე მუსიკოსი იყო, მისი მუსიკალური შესაძლებლობები ყოველგვარ საზღვარს სცილდებოდა.“ – განაცხადა “BASE Entertainment and BASE Hologram”– ის გენერალურმა დირექტორმა ბრაიან ბეკერმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები