LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრიუკების ოსტატი – ცხელ-ცხელი კადრები „შეუსრულებელი მისია 7“-ის გადასაღები მოედნიდან

217
safe-image

საკულტო ფილმის, „შეუსრულებელი მისია 7“– ის გადაღებები ამჯერად ვენეციაში მიმდინარეობს. 58 წლის ტომ კრუზი კი ყველა სახიფათო, სარისკო ილეთს კვლავ თავად ასრულებს. ბოლო პერიოდში, გადასაღები მოედნიდან უამრავი ფოტო გავრცელდა, ტომი ხან პარაშუტით ეშვება, ხანაც კლდიდან, მოტოციკლით ვარდება. ამჯერად მას შავი კოსტუმი აცვია და კლასიკურ ფეხსაცმელში ნავიდან ნავზე ოსტატურად ხტება.

როგორც ჩანს, წინ საოცარი სანახაობა გველოდება. ცნობისთვის, „შეუსრულებელი მისია 7“ ეკრანებზე 2021 წელს გამოვა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები