LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინეიჯერული ფილმების ვარსკვლავი, ამანდა ბაინსი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს

462
ამანდა-ბაინსი

2000-იანი წლების თინეიჯერული ფილმების ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, ამანდა ბაინსი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. მსახიობის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ის ლოს-ანჯელესის ქუჩებში, შიშველი შენიშნეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზის მქონე მსახიობმა, თავად გააჩერა ტაქსი და მძღოლს უთხრა, რომ დახმარება სჭირდება. მოგვიანებით მან თავად გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

მსახიობის ყოფილი შეყვარებული პოლ მაიკლი ამბობს, რომ ამანდა ბაინსმა ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე მედიკამენტების მიღებაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ამანდა ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორიცაა „ის მამაკაცია“, „რა უნდა გოგონას“, „მსუბუქი ყოფაქცევის ხუთოსანი“, „სიყვარულის კუნძული“ და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები