LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტინა კუნაკი და ვენსან კასელი ბრაზილიის სანაპიროზე ქალიშვილთან ერთად დააფიქსირეს – უახლესი ფოტოები

184
page

როგორც ცნობილია,  კასელი-კუნაკის ოჯახი გამოსაზამთრებლად ბრაზილიაში მიემგზავრება და არდადეგებს იქ ატარებს ხოლმე. გასულ კვირას წყვილმა თავიანთი ქალიშვილი, 2 წლის  ამაზონი პირველად გამოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ მათ თან  მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის უმცროსი ქალიშვილიც ახლავთ.

ფოტო: ვენსან კასელმა და ტინა კუნაკიმ ქალიშვილი პირველად გამოაჩინეს

მათთან ერთად ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის უმცროსი ქალიშვილი, 10 წლის ლეონიც იყო

ახლახანს ინტერნეტი ოჯახის ახალმა ფოტოებმა დაიპრო. რიო-დე-ჟანეიროს სანაპიროზე ოჯახი სრული შემადგენლობით ატარებს დროს. ამჯერად ტინამ სხვადასხვა ფერის საცურაო კოსტიუმი მოირგო, ის შეუდარებელ ფორმაში იყო. პატარა ამაზონს კი ყვავილებიანი საცურაო კოსტიუმი ეცვა. ვენსანი კი წითელ და ნარინჯისფერ ფერებში გადაწყვეტილი შორტით იყო წარმოდგენილი.  მონიკასა და ვენსანის უმცროსი ქალიშვილი სანაპიროზე ტინასთვის ფოტოების გადაღებით იყო გართული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები