სავარაუდოდ, ახლა თქვენ ხელში სმარტფონი გიჭირავთ და თავჩაღუნული კითხულობთ აღნიშნულ ინფორმაციას. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს მოწყობილობა ხელიდან გიქრებათ  – გამოიყურებით ეულად და ცოტა უცნაურად.

რაც უფრო ხშირად გვიჭირავს ხელში „უშრეტი ინფორმაციის წყარო“-პლანშეტი/სმარტფონი, მით უფრო ნორმალური და  ჩვეულებრივი ხდება ჩვენი მოხრილი, თავჩაქინდრული, ასოციალური მდგომარეობა, თუნდაც, მეგობრების გარემოცვაში ვიყოთ.

იმისთვის რომ ჩვენთვის ჩვენივე უცნაური მგომარეობა მკაფიოდ დაენახებინა, ამერიკელმა ფოტოგრაფმა, ერიკ პიკერსგილმა ფოტოების სერია სახლეწოდებით „წაშლილია“  წამოიწყო.

თითოეულ ფოტოზე მოშორებულია ელექტრო მოწყობილობა, ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ ადამიანებმა კარგად დაინახონ ის ცარიელი, უსიცოცხლო სივრცე, რომელიც ხელებშია მოქცეული და რის გამოც ზოგჯერ  უარს  რეალურ, მშვენიერ სამყაროსა და იმ ადამიანებთან კონტაქტზე ამბობენ, რომელებიც  მათ ირგვლივ იმყოფებიან.

ფოტოსესია მეტად სევდიანი, უცნაური და შემაშფოთებელია. ფოტოგრაფის პროექტის მიზანია სმარტფონდამოკიდებული ადამიანები დააფიქროს, რამდენ დროს ატარებენ ისინი ვირტუალურ სივრცეში და ხანდახან ყურადღებას არც კი აქცევენ მათ გარშემო მყოფ ადამიანებს, შვილებს, მეუღლეს, მეგობრებს ოჯახის წევრებს და ა.შ,

 

მსგავსი თემები