LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდავიწყებას მიცემული „ბენიფერი“ – წყვილის უახლესი ფოტოები ძვირადღირებული იახტიდან

28024
page

სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბენ აფლეკმა ჯენიფერ ლოპესი 52-ე დაბადების დღის აღსანიშნავად, 130 მილიონი დოლარის ღირებულების იახტაზე წაიყვანა. წყვილმა რომანტიკული უქმეები სენ-ტროპეში გაატარეს.

ფოტო:მხურვალე კოცნა და ბედნიერი 52-ე იუბილე – “ბენიფერი” იახტით რომანტიკულ მოგზაურობაში გაემართა

ახლახანს ინტერნეტსივრცეში ფოტოების მორიგი სერია გავრცელდა. ზოგიერთი თავად ჯეი ლომ გაავრცელა, ზოგიც პაპარაცების მახვილი თვალის დამსახურებაა. წყვილი გემბანზე ერთმანეთს მხურვალედ ეხუტებოდა და კოცნიდა. ისინი საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდნენ და თავდავიწყებას იყვნენ მიცემულნი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები