LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჩიგოგიძე: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ენდობოდეს „ოქროს ტალღას…“

10832
goldenwavenews3211

„ოქროს ტალღა 2019“ დღეს „რუსთავი 2“-ზე „ჩცდ“-ს შემდეგ გავა

წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია ოქროს ტალღა“ წელს მეექვსედ ჩატარდა. 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ყოველწლიური ჯილდოს გადაცემასთან ერთად, მსმენელსა და მაყურებელს მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენა ელოდა. „ბოჰემური რაფსოდიის“ კომპოზიციების შემსრულებლის, მარკ მარტელის კონცერტმა „ოქროს ტალღას“ საინტერესო შტრიხი შესძინა, წლევანდელი დაჯილდოება ხომ „ქუინს“ ეძღვნებოდა. ლეგენდარული ფრედი მერკურის ერთ-ერთი საუკეთესო განმასახიერებლის საქართველოში სტუმრობას სხვა ქვეყნებში კონცერტებიც დაემატა…

რადიოჰოლდიგნგ „ფორტუნას“ დირექტორმა თამარ ჩიგოგიძემ შეაფასა შედეგი, რომელიც მეექვსე „ოქროს ტალღას“ მოჰყვა.

თამარ ჩიგოგიძე:

მოგეხსენებათ, რადიოჰოლდინგ „ფორტუნასთვის“ „ოქროს ტალღა“ თავიდან ბოლომდე პიარპროექტია და არ არის გათვლილი კომერციაზე. ბოლო პერიოდში პროექტის ცნობადობა ძალიან გაიზარდა, რაც ძალიან გვახარებს. ის, რომ მუსიკალური სამყარო ძალიან გააქტიურებულია, სწორედ „ოქროს ტალღის“ გამო, ფაქტია. როცა მუსიკოსები ხედავენ, რომ მათი ნამუშევრები ასეთ სერიოზულ პლატფორმაზე ხვდება, სხვა პასუხისმგებლობას გრძნობენ და ძალიან მონდომებულები არიან, ღირებული და კარგი სიმღერები შემოიტანონ.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალი სიმღერების ძირითადი ნაწილი ჩვენს ოთხ რადიოსადგურში შემოდის. ჩვენი მუსიკალური მენეჯერები გადაარჩევენ ხოლმე ხუთეულს და კომპეტენტური ჟიური არჩევს გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში. რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ასახელებს თავის რჩეულსაც, ასევე ხმის მიცემის საშუალებით, რომელიც წელს ძალიან დავამკაცრეთ, ინტერნეტრჩეულიც ვლინდება.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ენდობოდეს ჩვენს კომპანიას და პროექტს, რომელსაც ვაკეთებთ. ვცდილობთ, ყოველ წელს ჟიურის ახალი წევრები გვყავდეს, რომ არ იყოს მიკერძოება. როცა იციან, რომ ჟიურიში ერთი და იგივე ადამიანები არიან, შესაძლოა, ისინი შეაწუხონ და სთხოვონ დახმარება, რისი გამორიცხვაც გვსურს. ასევე ვითვალისწინებთ ინტერესთა კონფლიქტსაც და ჟიურიში არ არის ისეთი ადამიანი, ვისი სიმღერაც კონკურსში მონაწილეობს. აქ არ არიან მხოლოდ მუსიკოსები, არამედ შოუბიზნესის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები., რომელთაც აქტიურად აქვთ შეხება მუსიკასთან და ვენდობით მათ გემოვნებას.

შედეგებზე ვსაუბრობდით და წელს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩვენი პროექტის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარება. ეს ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელი მომენტი იყო. ასევე მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ სპეციალურ სტუმარზე, მარკ მარტელზე.

„ბოჰემური რაფსოდია“ მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი კინომოვლენა იყო, მათ შორის საქართველოშიც. თბილისში ქართულ პრემიერას ჩვენ ვუმასპინძლეთ და გვყავდა დავაპტიჟებული ძმები კოკოჩაშვილები, რომლებიც „ქუინის“ შესახებ წიგნის ავტორები არიან, კარგად იცნობენ ბრაიან მეის. მათ გვითხრეს პრემიერაზე, როგორი სამწუხაროა, რომ ფრედი მერკურის როლი მარკ მარტელს არ ათამაშესო. დავინტერესდი, ვინ იყო ეს შემსრულებელი. არ გვქონდა ინფორმაცია ამ კანადელი მუსიკოსის შესახებ, მან სახელი გაითქვა „ბოჰემური რაფსოდიის“ შესრულებით, რომელიც „იუთუბზე“, მილიონობით ნახვა აქვს. ის „ქუინთან“ ერთადაც იყო ტურნეში, პროექტით „ქუინ ექსტავაგანზა“. გაჩნდა იდეა მისი საქართველოში მოწვევის. „ქუინთან“ რადიო „ფორტუნას“ განსაკუთრებული სენტიმენტები აკავშირებს. „ფორტუნა“ სწორედ „ქუინის“ სიმღერით We Are The Champions გაიხსნა. მინდოდა, რომ „ოქროს ტალღა“ ქუინისთვის“ მიგვეძღვნა. ჩვენი არჩევანი ემოციებზე იყო დაყრდნობილი, მაგრამ გაამართლა და ვფიქრობ, რომ მარკ მარტელის ჩამოყვანა დროული იყო.

და როგორც დარბაზში მსხდომი მსმენელი აღნიშნავდა, მან შესანიშნავად შეასრულა „ქუინის“ სიმღერები…

მოვისმინეთ „ქუინომანების“, მუსიკოსების შეფასება. „ქუინის“ თაყვანისმცემლები არ გაპატიებენ ფალშს, არასწორ შესრულებას. ეს სხვა კატეგორიის მსმენელია, სხვა ფანკლუბია. მათ ძალიან უჭირთ ჯგუფის ახალი ვოკალისტის, ადამ ლამბერტის მიღება. მაღალი კლასის შემსრულებელია, მაგრამ არ მოაქვს ისეთი სითბო, როგორიც მარკ მარტელისგან მოდის. მე ასე მიმაჩნია და ბევრი მეთანხმება.

ძალიან საინტერესო კოლაბორაცია შედგა ქართველ მუსიკოსებთან.

თავად მარკი იყო აღფრთოვანებული გორის ქალთა გუნდით და ბავშვთა კაპელით. მსმენელები იყვნენ შოკირებული მაღალი კლასის შესრულებით, ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბენდის წევრებს, რომლებიც აკომპანემენტს უწევდნენ მარკ მარტელს.

ზოგადად, ყველას მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა, ვინც დაგვეხმარა, რომ ასეთი ღონისძიება შემდგარიყო…

ყოველ წელს ზრდით „ოქროს ტალღის“ მასშტაბებს…

ვფიქრობ, ყოველწლიურად უფრო მეტი რეზონანსი აქვს. მოსწონს ჩვენს მსმენელს, რასაც ვაკეთებთ, ჩვენ კი ვცდილობთ, უფრო ხარისხიანი სანახაობა შევთავაზოთ. თავისთავად ასე გამოდის. ყოველ წელს უფრო დიდ ინტერესს ვგრძნობთ საზოგადოების მხრიდან.

ჩვენ, ზოგადად, ყოველთვის ვცდილობთ, უფრო მეტი და მეტი შევთავაზოთ ჩვენს მსმენელებს. ეს არ ეხება მხოლოდ „ოქროს ტალღას“, არამედ ჩვენს რადიოსადგურებსაც. ახლახან გაკეთდა კიდევ ერთი რეიტინგი, სადაც საოცარი შედეგები გვაქვს. განსაკუთრებულად რადიო „ფორტუნას“, რომელსაც ექვსპროცენტიანი ზრდა აქვს, რაც ძალიან გვაბედნიერებს. გვსურს, ჩვენი მსმენელისთვის ვიყოთ აქტუალურები და საინტერესოები.

მარკ მარტელის გამოხმაურების შესახებაც გკითხავთ.

ჩვენგან დაიწყო პოსტსაბჭოთა სივრცეში მისი ტურნე. არასდროს იყო აქ ნამყოფი. პროდიუსერმა შემდეგ ჩვენ გამო დაუგეგმა კონცერტები აზერბაიჯანში, მოლდოვაში და ა.შ. ყველა კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. უკვე დაგეგმილია მომდევნო წელს ბევრ ქვეყანაში მისი მოგზაურობა და კონცერტები. ვიმედოვნებ, საქართველოშიც ჩამოვიყვანთ მას და უფრო დიდ პუბლიკას წარვუდგენთ. ჩვენ, სამწუხაროდ, ბევრი ბილეთი ვერ გავყიდეთ, რადგან მონაწილეები აუცილებლად უნდა მოგვეწვია. სრულად გაიყიდა ბილეთების ის ნაწილი, რაც გასაყიდად გვქონდა გამოტანილი.

 

View this post on Instagram

 

I’m on the flight home, having a moment of thankfulness for an amazingly successful 7-stop tour of eastern Europe, Malta, and Corsica. Every show took us to a part of the world we’d never seen before, and I’m now thinking about all the great people it took to pull it off. – Firstly, my intrepid manager Josh Petersen (Music City Management), for weaving together some very interesting offers from all over the European continent, through dozens of emails over many months, together with people who have since become our friends. No one works harder than you, my man! – Eka Chitashvili – producer and queen of style, who took care of us all over eastern Europe, and who first reached out to us many months ago about performing at a music awards ceremony in Georgia. – Denis Merezhko – for putting together an absolutely killer band who worked for months to get the music up to the standard Queen’s music demands. And to the band, you all rock so hard! – Tamara Chigogidze – for hosting us and showing us the very best the beautiful city of Tbilisi has to offer. – Glenn and Christine in Malta, the hundreds of volunteers of TEN08, the Marigold Foundation, and the band of Maltese musicians for the sheer mountain of work it took to pull off one memorable evening of rock and roll. – On the next Mediterranean island, we were greeted with the Corsican warmth of our new friends Evelyn Adam, and Veronique Séard for a little change of pace – a solo show celebrating the spirit of exceptional journalism, on an island of surreal beauty that we can’t wait to return to. – To all the support staff, promoters, drivers, security, and of course to the 21,000+ fans who came to see the show… THANK YOU!! – And of course, to my amazing wife, Crystal, still healing from a broken foot, limping on crutches through countless airports, all while documenting the trip to keep all of you in the loop, for being my companion and constant encouragement when I need it most – thank you, my love! – Until next time, Europe!

A post shared by Marc Martel (@marcmartel) on

რაც შეეხება მარკ მარტელის შეფასებას, მომღერალმა საქართველო აღნიშნა მხოლოდ, რადგან თბილისმა და ქართულმა დახვედრამ მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. გვინდოდა, ჩვენი სტუმარმასპინძლობა დამახსოვრებოდა. ჩვენს კულტურასაც ვაზიარეთ, რადიოშიც გვყავდა სტუმრად და ჩვენი პოლიფონიური მუსიკა მოვასმენინეთ, რასაკვირველია, აღფრთოვანებული დარჩა, ვანახეთ ქართული ცეკვაც.

შემდეგი „ოქროს ტალღისთვის“ როდის დაიწყება მზადება?

მე მაქვს უკვე ჩემი მოსაზრებები, მაგრამ გუნდის შიგნით მიმდინარეობს მსჯელობა, როგორი იქნება შემდეგი „ოქროს ტალღა“. რასაკვირველია, ისევ ივნისში იქნება, მაგრამ ლოკაციაზე უკვე ვმსჯელობთ და ლოკაციიდან გამომდინარე შევარჩევთ მომღერალსაც.

ქართველ მომღერლებს სურთ, რომ „ოქროს ტალღას“ ნომინაციები დაემატოს, მაგალითად, წლის კონცერტი.

ჟიურის წევრებს ჩვენ კრიტერიუმებს წარვუდგენთ ხოლმე, რის მიხედვითაც უნდა შეაფასონ მომღერლების ნამუშევრები და მათ შორისაა აქტიურობა მთელი წლის განმავლობაში, მათ შორის, კონცერტებიც. პრობლემა ისაა, რომ ჟიურის ყველა წევრი უნდა დაესწროს ყველა კონცერტს, იმისთვის, რომ ზუსტად და სწორად შეაფასოს და ეს საკმაოდ რთული იქნება, ამიტომაც ამის ცალკე ნომინაციად დამატებაზე ჯერჯერობით არ ვფიქრობთ. ამას ცალკე გუნდი სჭირდება. აუცილებლად ვიფიქრებთ ამაზე და თუ მოვძებნით გამოსავალს, როგორ უნდა შეფასდეს ეს ნომინაცია, რატომაც არა. რაც მეტი ადამიანისთვის გავცემთ ნომინაციას, მით უფრო კარგია.

მინდა გკითხოთ გამარჯვებულზე, წელს მეორედ აიღო წლის სიმღერის ჯილდო ანრი ჯოხაძემ, რომელსაც სხვათა შორის, ძალიან უყვარს „ქუინის“ შემოქმედება.

ეს სიმბოლური იყო. ანრი ძალიან ნიჭიერი ადამიანია, არა მხოლოდ მღერის, არამედ წერს მუსიკას, არანჟირებასაც ქმნის და კლიპებსაც თავად იღებს. სიმართლე გითხრათ, ასეთი მრავალმხრივი ნიჭით ფრედი მერკურისთან რაღაც მსგავსებასაც ვპოულობ. რასაც ხელს ჰკიდებს, ანრის ყველაფერი კარგად გამოსდის. ვფიქრობ, ეს სიმღერა იმსახურებდა წლის სიმღერის წოდებას, თუმცა ეს არ იყო ჩვენი არჩევანი, ჟირუსი წევრებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და ჩვენ ეს ძალიან გაგვიხარდა.

ყველა კონკურსანტს მინდა ვუსურვო წარმატება. ყველა მუსიკოსი გვიყვარს და გვინდა, მათ საინტერესო ნამუშევრებით გაგვანებივრონ წლის განმავლობაში. საოცრად ნიჭიერი მუსიკოსები გვყავს. უბრალოდ, ერთ წელს ერთი აქტიურობს მეტად, მეორე წელს – მეორე.

ვისურვებდი, რომ ახალი სახეებიც გამოჩნდნენ მუსიკალურ ინდუსტრიაში და უფრო გამრავალფეროვნდეს ახალი ქართული სიმღერები ჟანრების მიხედვით, რომლებიც შემდეგ „ოქროს ტალღაზე“ შეფასდება.

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები