LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სვანეთის ფოტო Microsoft Windows-ის მილიონობით მომხმარებლის ეკრანზე გამოჩნდება

350
72043317-2445138578869443-916093151024775168-n

საქართველო Microsoft Windows-ის ეკრანზე – სვანეთის შესახებ ფოტოს რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას Microsoft Windows-ის მილიონობით მომხმარებელი იხილავს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„დალაშქრე შავი ზღვისპირეთიდან კასპიის ზღვამდე მდებარე მთები, იმოგზაურეთ დედამიწის ამ წერტილში და საქართველო შეიძლება თქვენს გულში აღმოჩნდეს,“ – ეს წარწერები ახლავს ფოტოს თან.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ქვეყნებში მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოს როგორც ძალიან საინტერესო ტურისტულ მიმართულებას აქტიურად აცნობს.

ასწლოვან წიწვოვან ტყეში ჩაფლული მიტოვებული ქართული კურორტი - ეს სამეგრელოს მარგალიტია (ფოტოები)

90-იან წლებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო აქ საკურორტო ინფრასტრუქტურა მოიშალა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები