LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეუსრულებელი მისია 7“-ის გადაღებები კულმინაციას აღწევს – კადრები გადასაღები მოედნიდან

445
safe-image

საკულტო ფილმის, „შეუსრულებელი მისია 7“-ის გადაღებები ამჯერად რომში მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, 58 წლის ტომ კრუზი ყველა სახიფათო, სარისკო ილეთს თავად ასრულებს. ჩვენ უკვე ვნახეთ კადრები, სადაც ტომი ხან პარაშუტით ეშვება, ხანაც კლდიდან მოტოციკლით ხტება.

სულ ცოტა ხნის წინ კი ინტერნეტში გადასაღები მოედნიდან საინტერესო ახალი კადრები გავრცელდა, ამჯერად მოქმედება რომის ქუჩებში ხდება, კრუზი კი კლასიკურ კოსტიუმში საოცრად ელეგანტურად გამოიყურება.

გადაღებები კორონავირუსის პანდემიის გამო სრული წესების დაცვით მიდინარეობს, მსახიობებს დამცავი პირბადეები უკეთიათ. აღსანიშნავია, რომ ტომი თავის კოლეგას, ჰეილი ეტველს დაუახლოვდა. ისინი ერთად დიდ დროს ატარებენ. ერთ-ერთ კადრში ჩანს, რომ ისინი ერთმანეთთან ხელბორკილებით არიან მიბმულები. მოკლედ, კადრების მიხედვით თუ ვისმჯელებთ, წინ საოცარი სანახაობა გველოდება.

ცნობისთვის, „შეუსრულებელი მისია 7“ ეკრანებზე 2021 წელს გამოვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები