LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლიზ ტერონი ყვავილებიანი პირბადითა და შავი კაბით – ვარსკვლავი შვილებთან ერთად მალიბუზე გადაიღეს

276
104939697-3214557631899715-5873680824543925607-n

შარლიზ ტერონის ჩაცმულობა წითელ ხალიჩაზე და ყოველდღიურ ცხოვრებაში რადიკალურად განსხვავდება. თუკი მსახიობი ოფიციალურ მიღებებზე ბრწყინავს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ის უმაკიაჟოდაც ხშირად ჩნდება.

სულ ცოტა ხნის წინ, პაპარაცებმა ტერონი მალიბუს ერთ-ერთ რესტრორანთან დააფიქსირეს, ვარსკვლავი იქ  შვილებთან, ჯექსონთან და ავგუსტთან ერთად გამოჩნდა.

ლეოპარდის პრინტიანი ჩარჩოიანი სათვალე, ყვავილებიანი პირბადე და გრძელი, შავი კაბა – 44 წლის მსახიობი იდეალურ ფორმაში იყო. აღსანიშნავია, რომ მის უფროს „ქალიშვილს“ ჯექსონს კვლავ გოგონას ტანისამოსი ეცვა.

შეგახსენებთ, ჯექსონს საკუთარი გენდერის აღქმასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

„ჩემი ქალიშვილის ისტორია, ეს მისი ისტორიაა. ერთხელ, თუკი გადაწყვეტს, თავად გიამბობთ. მთავარია საზოგადოებამ სწორედ გააანალიზოს საკითხი, პრესამ კი მართებული დასკვნები გააკეთოს და დელიკატურად მოიქცეს“, – განაცხადა ტერონმა ერთ-ერთ ინტერვიუში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები