LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შადეს 5 ყველაზე შთამბეჭდავი კლიპი – ვარსკვლავი იუბილარია (ვიდეო)

5c3ee04ced90e

შადემ, რომელიც ნიგერიაში დაიბადა და ბრიტანულ კოლჩესტერში გაიზარდა, პირველი ალბომი 1984 წელს გამოუშვა. მას შემდეგ იყო ათობით ჰიტი, რომლებზეც ოთხმოცდაათიანების თაობა აღიზარდა.

საინტერესოა, რომ მუსიკალური კარიერის პარალელურად, შადე მონაწილეობდა ფილმებში, მუშაობდა მოდელად და ჰქონდა მამაკაცის საკუთარი ხაზის ბრენდი. გოგონას მარტივად შეეძლო გამხდარიყო დიდი დიზაინერი, თუმცა მას ამ ყველაფერში ხელი მუსიკამ ,,შეუშალა”. 80-იანი წლების დასაწყისში ის ლათინურ ბენდს Arriva შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ შადე უდავოდ იყო და რჩება სტილის ,,აიქონად”. მისი ჩაცმულობა ჟან-პოლ გოტიესა და იზაბელ მარანის ინსპირაციად არაერთხელ იქცა.

7 წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, შადე სცენას გასულ წელს დაუბრუნდა, როცა ფილმებისთვის ,,დროის ნაპრალი” და ,,ქვრივები” საუნდტრეკი ჩაწერა.

16 იანვარს ლეგენდარული არტისტი 60 წლის გახდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გთავაზობთ სიმღერებს, რომელთაც დროს გაუძლეს და დღემდე მელომანების ,,ფლეილისტმა” შემოინახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები